კაცხის სვეტი კლდის მწვერვალზე აგებულ მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავ შენობებს შორის (+14 ფოტო)

კაცხის სვეტი კლდის მწვერვალზე აგებულ მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავ შენობებს შორის (+14 ფოტო)

კაცხის სვეტი - ამ დაუჯერებელ, წარმოუდგენელსა და ულამაზეს ქართულ ტაძარს ქართველებზე არანაკლებ აღტაცებაში მოჰყავს უცხოელები. მის შესახებ არაერთი სტატია დაწერილა მსოფლიოს გავლენიან ინტერნეტ თუ ბეჭდურ მედიაში.

ამჯერად ნაგებობა ინტერნეტგამოცემა The world geography-ის შედგენილ, კლდის მწვერვალზე აგებულ, მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი შენობების ჩამონათვალში მოხვდა.

სტატია შემდეგი ტექსტით იწყება: ”სტატიაში წარმოდგენილი შენობები წარმოადგენს სხვადასხვა ციხე-სიმაგრეებს, შუქურებსა თუ მონასტრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს შენობები მიუწვდომელ ადგილას, მტრისგან დასაცავად აშენდა; ამასთან, ისინი წყლის ზედაპირის გაკონტროლების საშუალებას იძლევა”.

გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც კაცხის სვეტთან ერთად იხილავთ კლდის მწვერვალზე აგებულ მხოფლიოს სხვა ნაგებობებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს