წყვილმა ქუჩაში 10 მილიონის ღირებულების ოქრო იპოვა

წყვილმა ქუჩაში 10 მილიონის ღირებულების ოქრო იპოვა

კალიფორნიელ წყვილს უცნაური ისტორია გადახდა თავს - ქუჩაში ძაღლით სეირნობისას ისინი დამარხულ საგანძურს გადააწყდნენ. მათ ჟანგიან კონტეინერში ჩაწყობილი მე-19 საუკუნის ოქროს მონეტები საკრამენტოს მახლობლად, საკუთარი სახლთან, ხის ძირას აღმოაჩინეს.  განძის საერთო ღირებულება 10 მლნ დოლარია.

ამის შემდეგ, წყვილმა გადაწყვიტა მიმდებარე ტეროტორია მთლიანად გაეთხარა, რის შემდეგაც მათ კიდევ შვიდი მსგავსი კონტეინერი იპოვეს. მათში 1847-1894 წლებში გამოშვებული 1400-ზე მეტი მონეტა ინახებოდა.

ახლადგამდიდრებულმა წყვილმა ჟურნალისტებს სთხოვა, რომ მათი ვინაობა და სახლის ადგილმდებარეობა საიდუმლოდ შეინახონ, რათა იმ მიდამოებში ე.წ. "ოქროს ციებ-ცხელება" არ დაიწყოს.

მომზადებულია edition.cnn.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს