მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში საინჟინრო მიმართულებების მიხედვით, წამყვანი პოზიციები დაიკავა. საუბარი ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ქიმიური ინჟინერია, ფიზიკა და ასტრონომია, მასალათმცოდნეობა, მექანიკური, საავიაციო და სამრეწველო ინჟინერია, ელექტროტექნიკური და ელექტრონული ინჟინერია, ინფორმატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები, ქიმია. ამის შესახებ QS University Subject Rankings 2014-ის კვლევაშია ნათქვამი.

სულ კვლევა განათლების 30 მიმართულებაში ჩატარდა. შედეგად, მომზადების ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფერმაცევტიკა და ფარმაკოლოგია, მედიცინა, მათემატიკა, უფლება, ეკონომიკა, დედამიწისმცოდნეობა, ბიოლოგია, ბუღალტერია და ფინანსები - პირველი პოზიციები ჰარვარდის უნივერსიტეტმა დაიკავა.

რეიტინგის შედგენისას უმაღლესი სასწავლებლები ოთხი კრიტერიუმით ფასდებოდა: აკადემიური საზოგადოებისა და დამსაქმებლების აზრი, სტატიების ციტირების ინდექსი და ჰირშის ინდექსი, რომელიც მეცნიერის მეცნიერებაში შეტანილ წვლილს აფასებს.

ლიდერებში ასევე აღმოჩნდნენ სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ); ფილისოფიით - ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (NYU); თანამედროვე ენები, გეოგრაფია, ინგლისური ენა და ლიტერატურა - ოქსფორდის უნივერსიტეტი; ისტორია - კემბრიჯის უნივერსიტეტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი); კომუნიკაციები და მედია - ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტი (აშშ); განათლება - განათლების ინსტიტუტი (ლონდონის უნივერსიტეტი); სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა - კალიფორნიის უნივერისტეტი დევისში (UCD).

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს