ქუთაისში მიწის ფასი გაიზარდა

ქუთაისში მიწის ფასი გაიზარდა

ქუთაისში, ნიკეას უბანში არასასოფლო-არასამეურნეო მიწის ფასი გაიზარდა. აღნიშნული განკარგულება ქალაქის საკრებულოს ეკუთვნის.

ცვლილების შედეგად, 1 კვ.მ მიწის ღირებულება 42 ლარის ნაცვლად 70 ლარი გახდა.

ქუთაისის მერიის ქონების მართვის და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ბესიკ ცქიფურიშვილის განმარტებით, ნიკეას უბანმა მესამე ტერიტორიული ზონიდან მეორე ზონაში გადმოინაცვლა, რამაც მიწის ფასში ცვლილება გამოიწვია.

წყარო: newpress.ge

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა