"კოდორის დაცვისთვის სურს ხელისუფლებას ამ ადამიანის დაკავება?" - ლადო ბედუკაძე ემზარ კვიციანს ექომაგება

"კოდორის დაცვისთვის სურს ხელისუფლებას ამ ადამიანის დაკავება?" - ლადო ბედუკაძე ემზარ კვიციანს ექომაგება

ციხის სკანდალური კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემზარ კვიციანის სამშობლოში დაბრუნების თემას ეხმაურება.

"საინტერესოა, რა ბრალდებით სურს ხელისუფლებას ამ ადამიანის დაკავება?

კოდორის დაცვისთვის?

ამ ადამიანის წყალობით წლები არ მოწყვეტია ხეობა დედა სამშობლოს, რაც სააკაშვილის ხროვამ ერთ დღეში, წინასწარ გამიზნული სისხლიანი პროვოკაციით შეძლო!

რა ხდება მართლა, იცის ვინმემ?", - წერს ბედუკაძე.

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს მოსკოვის აეროპორტში საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, რის გამოც საქართველოში მისი ჩამოსვლა გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი, რომელმაც რუსეთში დეპორტი მიიღო, საქართველოში დაბრუნებას დღეს, 16:00 საათზე გეგმავდა. ამასთან, კვიციანი საქართველოს მიერ ძებნილად არის გამოცხადებული. მას სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება ბრალი. შესაბამისად, საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, ყოფილ რწმუნებულს დაკავება ემუქრება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს