მიგრანტები - ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ

მიგრანტები - ადამიანები, რომლებიც არსად სჭირდებათ

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა, რომელიც მიგრანტების უფლებების დასაცავად იბრძვის საკუთარ ქვეყანაში, ბმული გამომიგზავნა - საბერძნეთის მისადგომებთან როგორ ჩახოცეს მესაზღვრეებმა ქალები და ბავშვები, რომლებიც (ნავში მყოფები) შველას ითხოვდნენ. მეორე დღეს საბერძნეთის მთავრობამ მწუხარება გამოთქვა იმ 12 ადამიანის გამო, რომელთა დახმარება მესაზღვრეებმა, მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეძლეს.

მთავრობამ ცხადია, მომხდარი ისე შეფუთა, როგორც ამას უკვე შეუქცევადად ცივილური საზოგადოება ითხოვს მიეწოდოს. გადარჩენილები კი, რომლებიც საუბრობენ მომხდარზე, საზოგადოების ისეთი ალტერნატიული ნაწილია, რომელსაც სიმართლის მიუხედავად, ფუნდამენტური ღირებულებების მიუხედავად, ჩამოყალიბებული სამართლებრივი ღირებულებების მიუხედავად, არც ერთი მათგანი რომ არ გულისხმობს მათ.

ყველა კანონს გამონაკლისები ხდიან შეუქცევადს. ამ შემთხვევის გამინაკლისების არსებობა ისეთივე ანდეგრაუნდია, როგორიც სხვადასხვა დროის სიახლეები, საზოგადოება რომ დასდევდა მოსასპობად. საბერძნეთიდან რამდენიმე დღეში თითქმის იგივე ისტორია განმეორდა ესპანეთში - ესპანეთის საზღვაო საზღვარში ათობით ადამიანი ჩახოცეს მესაზღვრეებმა.

ქართული მედიას, ეს არ გაუშუქებია. ცხადია, არც ერთი. მსგავსი ფაქტების მიწოდება საზოგადოების ანტაგონისტურ განწყობას გამოიწვევს. ზოგადად, (არმიწოდებულ ფაქტზე კიდევ ერთი გამახსენდა - გასული წლის ნოემბრის თვეში ესპანეთის პოლიციამ როგორ ჩაცხრილა ბიზნესმენი იმისი გამო, რომ ის გეი იყო (ისე, მგონი, სტატისტიკურ მონაცემად არც ის გახსენებია არავის, პარიზის მერს იმიტომ რომ ესროლეს, გეი (თან სოციალისტი) რომ იყო).

ახლა, ამ წუთებში, პოლონეთის მიგრანტების ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ციხეში ათობით ადამიანი შიმშილობს. უკვე 20 დღეა. ციხის უფროსი დღეში რამდენჯერმე მიდის მათთან, დახედავს, ეტყვის, რაც მეტად გააგრძელებთ პროტესტს, მით მეტ წინააღმდეგობას მიიღებთ ჩემგან (შესაძლოა მწვანე, ან ხასხასა წითელი ვაშლსაც კი ჭამს მათ თვალწინ).

პოლონეთში ელექტროშოკით თიშავდნენ მიგრანტებს მესაზღვრეები, რომ საკუთარ გემოზე ეცემათ და ცხოვრებაში დაგროვილი ზიზღი და აგრესია ამ თითქმის გვამებად გადაქცეულ სხეულებზე ეყარათ. რამდენჯერაც დათვრებოდნენ ან გაახსენდებოდათ, რომ მათ ცოლს მეგობარი ანაყოფიერებდა, იმდენჯერ ქონდათ გამოწერილი მიგრანტებს ელექტროშოკი და ხელჯოხებით ცემა. დიდება მათ - რამდენი მესაზღვრის ოჯახი გადაარჩინეს აგრესიით ურთიერთობის გაფუჭებას.

ივნისში გაეროს გენერალური მდივნის არჩევნებია. სტრასბურგიდან ბრიუსელში გაიმართება მარში, მსვლელობა ფრონტექსის წინააღმდეგ. 450 კილომეტრს ფეხით გაივლიან მიგრანტები და ადამიანები, რომლებიც მათ უფლებებს იცავენ (საზოგადოებრივი მოძრაობები და არა არასამთავრობოები) და უბრალოდ, მათი მხარდამჭერები.

მინდოდა ამ დღეს ბრიუსელში დიდი კონცერტი გამართულიყო, მაგრამ იმედი მაქვს ერიხ ემანუელ შმიტს მაინც შევხვდები. მან, ერთხელ, საინფორმაციოში სიუჟეტი ნახა - პოლიციამ როგორ აღმოაჩინა მიგრანტები სატვირთო მანქანის საბარგულში. სულ 40-50 წამიანი სიუჟეტი იყო, საფრანგეთის ერთ-ერთ არხზე. შემდეგ ამაზე რომანი დაწერა - "ულისე ბაღდადიდან". ისეთია, თითქოს განცდილი. ყოველი ემოცია. ყველაფერი ჩემზე იყო. განსაკუთრებით ის წინადადება - ჩემს სამშობლოში ადგილი არ მაქვსო, რომ ამბობს.

მიკვირს, რატომ არ წერენ ჩვენი მწერლები სოციალურ პრობლემატიკაზე. არა და კიდევ ერთხელ ვიკითხე ის, რასაც უკვე გავეცი პასუხი - იმიტომ, რომ მწერლები, ზოგადად ხელოვანები, მაგრამ განსაკუთრებით მწერლები, ყველაზე დიდი კომფორმისტები არიან. ამ წინადადებას ემატება ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა - საქართველოში.

ისევე, როგორც ზოგადად ყველაფერს, რადგანაც ან ძალიან შეისისხლხორცა (თვისებად გაიხადა) ან ვერ მიიღო (გაუცხოვდა) ის, რაც უნდა დანერგოს, როგორც განსაკუთრებით გამორჩეულმა (ან ერთ-ერთმა განსაკუთრებით გამორჩეულმა) ერმა, როგორც ამას მუდმივად გვიმეორებდნენ, როგორც იმ პროდუქტის რეკლამას, რომელსაც ვადა გაუვა რამდენიმე თვეში და სასწარაფოდ უნდა გაიყიდოს ყველაფრის ფასად. იმ ბავშვების ფასადაც, ეპიდემიასავით რომ მოედოთ ქიმიური შენაერთები, რომლითაც იხოცებიან, იმ მოზარდების ფასადაც, თავს რომ იკლავენ და რამდენი სხვა.

საქართველომ 20-მდე მიგრანტის საქმე წააგო სტრასბურგში. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ექნება წასაგები იმათთან, ვისაც ჯერ არ უჩივლია. მიგრაცია ქართულ მედიას მხოლოდ ერთ შემთხვევაში აინტერესებს - როცა ღვინისგან ანთებული პატრიოტიზმით აღგზნებული ახალგაზრდები შავკანიანებს წარბს გაუხეთქავენ. ამ დროს ნახევარი საქართველო (რომელიც ან მთვრალია, ან პახმელიაზე, ან სულაც ასე ფიქრობს) იმ ქართველი ვაჟკაცის მარჯვენას აქებს, რომელმაც ეს გმირობა ჩაიდინა, მეორე ნახევარი ერთ გაბრაზებულ პოსტს დაწერს საკუთარ გვერდზე რომელიმე სოციალურ ქსელში. მედია ერთ გამოშვებაში 30 წამიან სიუეტს გაუშვებს. პრობლემაც ამოწურულია.

იხილეთ ვრცლად ეკატერინე ლემონჯავას ბლოგი

tspress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა