რა გადაცემას წაიყვანს კუზანოვების რძალი ტელეთერში

რა გადაცემას წაიყვანს კუზანოვების რძალი ტელეთერში

კუზანოვების რძალი ნინო ნადირაძე ერთ-ერთ ტელეარხზე სამედიცინო თოქ-შოუს წაიყვანს. ამის შესახებ ნინო "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. კონკრეტულად, რომელ არხზე გავა გადაცემა, ნადირაძე არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ყველა სამედიცინო გადაცემისგან განსხვავებული იქნება.

"ჩემო ფბ მეგობრებო, ერთ-ერთ არხზე (ჯერ არ დავასახელებ) ვაპირებ წავიყვანო სხვა სამედიცინო გადაცემებისაგან განსხვავებული ტიპის თოქ-შოუ! რა აზრის ხართ ამის თაობაზე? როგორი გინდათ, რომ იყოს ეს გადაცემა? ველი თქვენს მოსაზრებებს! დიდი სიყვარულით, dr ნინო ))", - წერს ნინო ნადირაძე.

კუზანოვების რძლის პოსტს მსახიობი ია ფარულავა გამოეხმაურა.

"სიმართლე ითქვას დღევანდელ სურათზე სამედიცინო სფეროში. ვიცოდეთ, რომელი სპეციალისტია უმაგრესი თავის დარგში, ატკატების თემა გაიშიფროს, გადამისამართების სპეციალისტიდან მეორე პროფილის სპეციალისტზე და რა ვიცი ასე შემდეგ. თუ გადაცემას ეყოლება სპონსორი ვინმე სამედიცინო ჯუფიდან, მაშინ ჩათვალე რომ მე პირადად არ დავიჯერებ არაფერს რაც იქ იქნება ნათქვამი. good luck ნინო) )))", - დაწერა იამ.

მსახიობისა და გამოცდილი ტელე-რადიო წამყვანის კომენტარი ნინო ნადირაძეს უპასუხოდ არ დაუტოვებია.

"მე კი ყველას მხოლოდ სიმართლეს ვპირდები! მე მგონი სიმართლე ყველაზე საინტერესოა!))

არა ია, ჩემი პირველი მოთხოვნა სწორედ ეგ იყო, რომ არანაირი სამედიცინო დაწესებულების სპონსორობა! ეს აპრიორი ობიექტურობას გამორიცხავს! სხვა შემთხვევაში გადაცემას აზრი დაეკარგება!)".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს