იორდანელი ქალის ოთხი ქმარი ბავშვის მამობისთვის სასამართლოში იბრძვის

იორდანელი ქალის ოთხი ქმარი ბავშვის მამობისთვის სასამართლოში იბრძვის

იორდანიის ქალაქ ალ-რამტას სასამართლო უცნაურ საქმეს განიხილავს: ჰაშიმიტური სამეფოს მოქალაქის ოთხი ქმარი მისი მომავალი შვილის მამობის უფლებისთვის იბრძვის. ამის შესახებ გაზეთი "ალ-ჰაიატი" წერს.

ქმრებს შორის - ორი სირიელი, იორდანელი და საუდის არაბეთის მაცხოვრებელია. თითოეული მამაკაცი თავს ერთადერთ მეუღლედ თვლიდა და დანარჩენი სამის არსებობის შესახებ ვერაფერს ხვდებოდა.

სასამართლომ გენეტიკური ანალიზის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ყურანი პოლიგამიას უშვებს, მაგრამ საუბარი ეხება მხოლოდ მამაკაცებს. ამასთან, მათ ერთდროულად ოთხ ცოლზე მეტის ყოლის უფლება არ აქვთ. ქალებს კი ერთდროულად რამდენიმე მამაკაცზე გათხოვება კატეგორიულად ეკრძალებათ.

მუსულმანურ სამყაროში "ალ-ჰაიატის" პუბლიკაციამ გაოგნება გამოიწვია. მავანი ქალს თაღლითობაში ადანაშაულებს, ხოლო მის ქმრებს სულელებს უწოდებს. ზოგი კი თვლის, რომ ასეთი ქორწინება პროსტიტუციის შენიღბვაა.

მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს