სექსზე დამოკიდებული ქალი 300 კაცთან იწვა და შეჩერებას ვერ ახერხებს

სექსზე დამოკიდებული ქალი 300 კაცთან იწვა და შეჩერებას ვერ ახერხებს

ინგლისის საგრაფო ნორფოლკში მცხოვრები 24 წლის ნესა ჯეი ჰიპერსექსუალურია და დღეში 5 საათი სექსითაა დაკავებული.

გოგონა ისე დაიღალა, რომ თერაპიის კურსსაც კი გადის, რათა თანატოლების მსგავსად, ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვროს. როგორც ნესა ამბობს, სექსუალობის პიკს 19 წლის ასაკში მიაღწია და მას შემდეგ "ნებისმიერთან წვება". აღიარებს, რომ პარტნიორებს სუპერმარკეტში პროდუქტების შეძენის დროსაც კი ეცნობა.

"პირველ რიგში, ვაკვირდები უცნაური ხომ არაა, შემდეგ ვესაუბრები და სახლში მიმყავს. ქალწულობა 16 წლის ასაკში დავკარგე", - ამბობს ის.

მისი თქმით, მხოლოდ კაცები არ იზიდავს და ქალთანაც ჰქონია ინტიმური ურთიერთობა. დღეს მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავს. მას ყველა მეგობარი ჩამოშორდა, რადგანაც ეშინიათ, ნესას საწოლში მათი შეყვარებულები, ან ქმრები არ აღმოჩნდნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს