ჩააცვი პუტინს უხამსად: რუსეთის ლიდერი სადო-მაზოხისტური ატრიბუტებით (+9 ფოტო)

ჩააცვი პუტინს უხამსად: რუსეთის ლიდერი სადო-მაზოხისტური ატრიბუტებით (+9 ფოტო)

ვლადიმერ პუტინის გეი საზოგადოების მიმართ დამოკიდებულების შესახებ ბევრი თქმულა, ამჯერად კი ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ახალი საიტი, რომელიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ პუტინის ინიცირებულ კანონზე ერთგვარი პასუხია.

Putin Gay Dressup - ასე ქვია საიტს, რომელზეც, სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელს რუსეთის ლიდერის "ჩაცმულობაზე ზრუნვა" შეუძლია, თუმცა სამოსის არჩევანი არც ისე მრავალფეროვანია - აპლიკაცია მთავარი გმირის მხოლოდ "გეი სამოსითა" და აქსესუარებით შემოსვის საშუალებას იძლევა.

ონლაინ თამაშის აპლიკაციის ავტორები ამსტერდამელი დეველოპერები არიან. ისინი ამბობენ, რომ თამაშის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსეთის ხელმძვანელობიდან ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციის საგანგაშო სიგნალი წამოვიდა.

აპლიკაციის მომხმარებლებს პუტინის შემოსვის შემდეგ, გალერეის გაკეთება და მისი სოციალურ ქსელებში გაზიარებაც შეუძლიათ. თამაშის ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ, ორ დღეში 60,000-ზე მეტმა ადამიანმა შექმნა პუტინის "გეი გმირი".

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს