99 წლის კაცი, რომელიც მთელ ფულს ობლებსა და ეკლესიებს სწირავს

99 წლის კაცი, რომელიც მთელ ფულს ობლებსა და ეკლესიებს სწირავს

ბულგარეთში, სოფიაში 99 წლის მოხუცი დობრი დობრევი ცხოვრობს, რომელიც გამვლელებისგან მოწყალებას ითხოვს. ის მათხოვრობს, მაგრამ ფულს, რომელსაც აძლევენ, ღარიბებს ურიგებს და ობლებს ეხმარება.

ადგილობრივები მას "წმინდანს" და "ღვთაებრივ უცნობს" უწოდებენ. მან სმენა მეორე მსოფლიო ომში დაკარგა. მთელ დღეს ქუჩაში ატარებს, თუმცა ფულს, რომელსაც გამვლელები აძლევენ, თავისთვის არასდროს იტოვებს, თანხას ეკლესიას სწირავს და ობლების თავშესაფრებში რიცხავს.

როგორც სოფიაში მდებარე წმინდა ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადეს, დობრევი ეკლესიებს ყოველთვის ეხმარება. მისი ყველაზე დიდი შემოწირულობა 35 700 ლევი (24 000 დოლარი) იყო.

"არ უნდა მოვიტყუოთ, არ მოვიპაროთ, არავის ვუღალატოთ. ჩვენ ერთმანეთი ისევე უნდა გვიყვარდეს, როგორც ღმერთს ვუყვარვართ", - ამბობს დობრევი.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს