სექსი და ნარკოტიკები თანამედროვე სიმღერების მთავარი თემებია - ჰიტების კვლევის შედეგები

სექსი და ნარკოტიკები თანამედროვე სიმღერების მთავარი თემებია - ჰიტების კვლევის შედეგები

თანამედროვე მომღერლები ნარკოტიკებს უფრო ხშირად უმღერიან, ვიდრე სიყვარულს. ბედნიერების თემატიკა კი ახალ სიმღერებში თითქმის აღარ გვხვდება. ამ დასკვნამდე მივიდა ამერიკელი მხატვარი ნიკოლაი ლამი, რომელმაც ამ საკითხს სპეციალური კვლევა მიუძღვნა.

"მუსიკის ისტორიის" პროექტის ფარგლებში მხატვარმა 60-იანი წლებიდან დღემდე ჰიტაღლუმების საუკეთესო სიმღერები შეისწავლა და შესაბამისი გრაფიკული გამოსახულებები შეადგინა.

ინფოგრაფიკა კარგად ასახავს, თუ რომელ თემებზე შექმნილი სიმღერები იზიდავდა ხალხს ადრე და რა იზიდავს დღეს. კვლევის თანახმად, დღევანდელ სიმღერებში უფრო ხშირად გვხვდება სიტყვა სექსი, ვიდრე 60-80-იან წლებში. თანამედროვე სიმღერებში ასევე ხშირად ისმის სიტყვა "დებილი", რაც ადრე თითქმის არასდროს გვხვდებოდა. სიყვარულის ახსნა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ კომპოზიციებში მოიძებნა. სიტყვა "ბედნიერი" კი საერთოდ გაქრა სასიმღერო ტექსტებიდან.

ყველაფრის მიუხედავად, გამოვლინდა სიტყვები, რომლებიც 60-იანი წლებიდან დღემდე ინარჩუნებენ მაღალ რეიტინგს. მაგალითად სიტყვა "პატარავ" (baby), ასევე "ფული", "სიმდიდრე" და "სახლი".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს