"თქვენ დამნაშავე ხართ ცხინვალის ომში, ყველანი სააკაშვილის გარშემო სიცრუეში მონაწილეობთ" - შენგელაია-რურუას დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

"თქვენ დამნაშავე ხართ ცხინვალის ომში, ყველანი სააკაშვილის გარშემო სიცრუეში მონაწილეობთ" - შენგელაია-რურუას დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე გადაცემა "პირველ სტუდიაში" რეჟოსორ გიორგი შენგელაიასა და კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას დაპირისპირებას ეხმაურება.

"გიორგი შენგელაიას ვენაცვალე: უნიჭიერესი ქართველი კაცია და კარგად უთხრა სიმართლე პირში რურუა გარეწარს და კრიმინალს. 'ფიროსმანის' და 'ალავერდობის' ავტორი არასდროს ჩაბარდება ისტორიას და კრიმინალი ომის პროვოკატორები კი..", - წერს კაკაბაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუ "პირველი სტუდია" ყირიმში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა. გადაცემაში გიორგი შენგელაიამ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დამნაშავეა. "თქვენ აბსოლიტურად დამნაშავე ხართ ცხინვალის ომში ყველა. თქვენ ყველანი მონაწილეობთ სააკაშვილის გარშემო სიცრუეში. თქვენ ხალხმა გაგისტუმრათ", - ამ სიტყვებით მიმართა შენგელაიამ რურუას.

შენგელაიამ საუბრისას ბიბლიური სიუჟეტები მოიშველია, რის პასუხადაც ნიკა რურუამ განაცხადა: "ბატონო გიორგი, თქვენ ღვთისმეტყველებითაც თუ იყავით დაკავებული, არ ვიცოდი, მაგრამ აშკარად იმ ანგელოზებივით დაფრინავთ და რეალობასთან კავშირი არ გაქვთ. თქვენც დიდი ხანია გაგისტუმრათ ხალხმა, რაც საბჭოთა ელიტას აღარ წარმოადგენთ", - უპასუხა ნიკა რურუამ.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს