ნათია ფანჯიკიძე ქალიშვილის ბავშვობას იხსენებს

ნათია ფანჯიკიძე ქალიშვილის ბავშვობას იხსენებს

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს და მის ბავშვობას იხსენებს.

"ჩემი შვილი ეკეკა, იგივე კატო, რიგ შემთხვევებში კატმანდუ, რომელიც რომ დღეს ისეთი დამნდობი, კეთილი და ჭკვიანი არსებაა, ვერ იფიქრებ, რომ იყო დრო..... მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, დაიბადა კაცობრიობის უსაქციელობით აღშფოთებული და შესაბამისად ყველა გაუგებრობის გამო პასუხის მომთხოვნი.

სამი წლის რომ მოიყარა, ანუ ძლივს ენა რომ ამოიდგა და აზრის გამოხატვა შეძლო, რაღაცას იწყენდა, ნებისმიერ რამეს, აი, რასაც უნდოდა, იმას იწყენდა, სატირლად დააღებდა დიდ პირს, გაიშვერდა მსხვერპლისკენ ხელს და "მომიხადოს ბოოო-დიიი-შიიიი!!!!!!!" იწყებდა და აღარ ამთავრებდა... ოღონდ არცერთხელ შედეგის გარეშე არ შეუწყვეტია ეს საშინელი ტერორი. ფაქტიურად, მშობლებიდან და ძმიდან დაწყებული, მეგობრებით გათავებული დილა-საღამოს ეკას ვიღაც დიიიიიდ, ძალიან დიდ ბოდიშს უხდიდა.

ამ პატიების დღეზე გამახსენდა.

მაშინ ასეთი იყო, მზერა ნახეთ, მიზეზს ეძებსს", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს