მაკა ცინცაძე - ხელისუფლების მხრიდან, ამ ეტაპზე, დუმილი ოქროა

მაკა ცინცაძე - ხელისუფლების მხრიდან, ამ ეტაპზე, დუმილი ოქროა

ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე რუსეთის მისამართით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა მიაჩნია, რომ რიგით მოქალაქეს დიპლომატია არ მოეთხოვება. ამის შესახებ ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ვინც პუტინის კრიტიკას აპრიორი მიშისტობად განიხილავს და პარალელურად თვლის, რომ (მისთვის შესაბამისად) მოქმედი მმართველი გუნდი პრო-რუსულია - ახსნა-განმარტება-განვრცობა და მით უფრო პოლემიკა მაგრად მეზარება! უმორჩილესად გთხოვთ - წამშალეთ! დამბლოკეთ! ან რამე ქენით.

მთავარი საქართველოს ერთიანობაა, ხელისუფლებამ არ უნდა აგინოს და უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები, მაგრამ მე, რიგითი მოქალაქე! ჩემს ვოლზე! რასაც მინდა იმას დავწერ! ვა

მე ხომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პუტინთან მიმართებაში დიპლომატია და თავშეკავება არ მმართებს.

ხელისუფლების მხრიდან, ამ ეტაპზე, დუმილი მგონი ოქროა ))", - წერს მაკა ცინცაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს