ფრანგი ქალი ცოლად გარდაცვლილ საქმროს მიყვება

ფრანგი ქალი ცოლად გარდაცვლილ საქმროს მიყვება

საფრანგეთში ქალმა ქორწინების უფლება მიიღო მამაკაცთან, რომელიც უკვე ორი წელია გარდაცვლილია.

საფრანგეთში სიკვდილის შემდგომი ქორწინება დაშვებულია (მსგავსი პრაქტიკა სუდანსა და ჩინეთშიც არსებობს).

"ცოტა მეშინოდა. ჩვეულებრივ, ქორწილებში ყოველთვის ტირიან, წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რა იქნება ჩვენს ქორწილში",-აღიარა 48 წლის საპატარძლომ, პასკალ ლიარმა.

რადგან საზეიმო ცერემონიას მამაკაცი ვერ დაესწრება, მის მაგივრად საკურთხეველთან ფოტოსურათს დააყენებენ.

ლიარმა, რომელსაც წინა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, მიშელი შვიდი წლის წინ გაიცნო. დაქორწინება მათ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მამაკაცი ციხეში მოხვდა. მაგრამ წყვილმა გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, რადგან მიშელი ქორწინამდე ერთი თვით ადრე, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს