ბრიტანელმა მზარეულმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბლინი გამოაცხო

ბრიტანელმა მზარეულმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბლინი გამოაცხო

მანჩესტერელმა მზარეულმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბლინი გამოაცხო - მისი ფასი 800 ფუნტი სტერლინგია (თითქმის ათასი ევრო). კერძი, რომლის ავტორი შეფი მეთიუ დაუნსია, ბოკალ შამპანურ Dom Perignon-თან ერთად უნდა მიირთვათ.

კერძის საფუძველს ჩვეულებრივი ფქვილისგან, კვერცხის, რძისა და მარილისგან დამზადებული ბლინის ცომი შეადგენს. გამოცხობის შემდეგ ბლინს ნაჭრებად ჭრიან და უკვე მათგან აწყობენ კერძის პორციას.

მზა პროდუქტის შემადგენლობაში შედის ტრუფელი, ხიზილალა, სვია, კიბორჩხალა, ლანგუსტი, მიდიები. ბლინის შემკვეთი კერძთან ერთად სამ სხვადასხვა სოუსს მიიღებს.

დაუნსი ამბობს, რომ რესტორნის მენიუში, სადაც იგი მუშაობს, ეს ბლინი შესული არ არის, მაგრამ თუ მსურველი მის შეკვეთას მოინდომებს, შეუძლია მიმტანს უთხრას. კერძი დაახლოებით 20 წუთი მზადდება.

ბლინის ღირებულების წინა რეკორდი 2009 წელს დამყარდა. მაშინ დიდ ბიტანეთში 144 ფუნტიანი ბლინი დაამზადეს. იგი ორგანულ მარწყვთან და შამპანურის ჯემთან ერთად იყიდებოდა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს