საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათეული წლის განმავლობაში სიმბოლოების, ძეგლებისა და ტოპონიმების წინააღმდეგ ბრძოლა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თუმცა მათ წინააღმდეგ გალაშქრებამ განსაკუთრებით მწვავე სახე ბოლო წლებში მიიღო. ამის კარგი მაგალითია საბჭოთა ბელადის არაერთხელ გადაღებილი ძეგლები, რომელიც შემდეგ ისტორიულ სანაგვეზე აღმოჩნდნენ. ამასთან, პარლამენტმა "თავისუფლების ქარტიაში" შესატანი ცვლილება 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტით, ტერმინი "საბჭოთა სიმბოლიკა" და" საბჭოთა იდეოლოგია" შეიცვალა ტერმინებით - "კომუნისტური ტოტალური სიმბოლიკა" და "კომუნისტური იდეოლოგია".
კანონპროექტის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური კომისიები, რომლებიც იმსჯელებენ საბჭოური იდეოლოგიის შემცვლელ სიმბოლოებსა და მათ ბედზე. არსებული კანონმდებლობით, საჯარო ადგილებში იკრძალება ისეთი სიმბოლიკების არსებობა, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიას პროპაგანდას უწევს. მანამდე კი ვნახოთ, რამდენად შემორჩენილია საბჭოთა იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლიკა ქუთაისში.
აღმოჩნდა, რომ ქუთაისი ამ დროისთვის საბჭოთა სომბოლოებით სულაც არ არის მდიდარი. შემორჩენილთაგან თვალსაჩინო ნიმუში ვასილ კიკვიძის ძეგლი, მერიის გვერდით მდებარე მონუმენტებზე გამოსახული საბჭოთა ვარსკვლავი და ქუთაისელი სოციალისტური შრომის გმირების სიაა, წარწერით "დიდება შრომას".
დიდი ხნის განმავლობაში საბჭოური სიმბოლო - ჩაქუჩი და ნამგალი იყო გამოსახული მესხიშვილის თეატრის სცენის თავზეც. ასევე რამდენიმე ქუჩას საბჭოთა კავშირის პატივსაცემად, იდეოლოგიის მატარებელი სახელი ერქვა.
ქუთაისისგან განსხვავებით, კომუნისტური სიმბოლოები ჯერ კიდევ მრავლად არის საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში.
იხილეთ ვრცლად