"დაანებეთ სხვის ცხოვრებაში ქექვას თავი" - მამულიჩა მეგობრებს მიმართავს

"დაანებეთ სხვის ცხოვრებაში ქექვას თავი" - მამულიჩა მეგობრებს მიმართავს

პროდუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ისეთ ქვეყანაში სურს ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთის შემოსავლებითა და პირადი ცხოვრების დეტალებით არ ინტერესდებიან. მამულიჩასთვის, როგორც თავად წერს, ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი ერთგულებაა.

"ჩემო მეგობრებო, მიმაჩნია, რომ ერთგულების ფასი ადამიანისთვის არაფერი არაა. როცა ადამიანს ერთგულებას ეფიცები, როცა კარგადაა და გაჭირვების ჟამს მიატოვებ და მერე გარბიხარ სხვასთან, ის სხვა ადამიანი მიგიღებს და მხოლოდ გამოგიყენებს, რადგან იმასაც ეცოდინება რაზე ხარ წამსვლელი და არასდროს არ გენდობა....

მხოლოდ მეცოდებიან ეს პატარა ხალხი...", - დაწერა მამულიჩამ, მოგვიანებით კი ამ სტატუსის განმარტება მოუხდა.

"ამ ჩემი სტატუსის მერე ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა და ბევრმა ინერვიულა ჩემზე და ოჯახზე, რამე ხომ არ ხდება ცუდიო?

არაფერი, ჩემო კარგებო, კარგად ვარ და აღარც ნერვები მეშლება, უბრალოდ არ ვარ ამ სტატუსების ოსტატი, მაგრამ მომინდა, რომ დამეწერა და ჩემი მეგობრებისთვის გამეზიარებინა ჩემი აზრი.

ჯანსაღი ცხოვრება არ ნიშნავს სპორტულად ცხოვრებას, ან იოგით დაკავებას, მე მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ცხოვრება არის "ჯანსაღი ურთიერთობები".

არასდროს შემირჩევია მეგობრები, ამხანაგები, ნაცნობები მათი მატერიალური, პოლიტიკური, თანამდებობრივი, რელიგიური შეხედულებების თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ვფიქრობ, რომ ერთგული ადამიანების ყოლა გვერდზე ყველაზე დიდი "ნარკოტიკია" ადამიანისთვის, უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ, მათ შორის არც მე. რა ვქნა, ერთგულება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზომია, ერთგულება - ქვეყნის, ოჯახის, ამხანაგების და საქმის.

მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ზიზღი ნაკლებია ერთმანეთის, სხვისი ცხოვრებით არ ცხოვრობენ ადამიანები და არ არჩევდნენ, ვინ ვისთან ცხოვრობს, საიდან აქვს შემოსავალი, რატოა კარგად.

მეგობრებო, იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით და დაანებეთ სხვის ცხოვრებაში ქექვას თავი, არაა ეგ თქვენი საქმე, თქვენსას მიხედეთ ჯობია, ადამიანის გაჭორვაზე და საზიღრობების დაბრალებაზე ადვილი არაფერია.

ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ადამიანს შეიძენ ცხოვრებაში, ამაზე კაი არაფერია. თორემ დაკარგვა ადვილია ძალიან, შენარჩუნება ძნელი. მოკლედ, ახალი არაფერი მითქვამს, უბრალოდ მინდოდა, რომ დამეწერა აქ.

თქვენი მამულიჩა", - წერს პროდუსერი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს