"მამლობითი", "დედრობითი", "ბუხ. ეკონომისტი", - ამონარიდები საჯარო მოსამსახურეთა CV-ებიდან

"მამლობითი", "დედრობითი", "ბუხ. ეკონომისტი", - ამონარიდები საჯარო მოსამსახურეთა CV-ებიდან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამჟამად 227 ადამიანია დასაქმებული. საინტერესოდ გამოიყურება მათ მიერ შევსებული CV-ები, რომლებიც "გურია ნიუსმა" გამგეობიდან გამოითხოვა. "მამლობითი", "დედრობითი" სქესის ადამიანები, "ბუხ.ეკონომისტი", "მზარეულ მშენებელი" - ეს "მარგალიტები" ოზურგეთელი საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მიერ დაწერილი განცხადებებიდანაა.

ლიხაურის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, კახაბერ გობრონიძის მიერ შევსებულ CV-ში, რომლის კვალიფიკაცია "ორგანიზატორ-ბიზნესმენია", სამუშაო ადგილად "ინდივიდუალური მეწარმე" წერია.

ფატყუმე ფუტკარაძე მერიის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად ოზურგეთის გამგებლის, კონსტანტინე შარაშენიძის ბრძანებით არის დანიშნული. განცხადებაში, რომელიც თან ერთვის დანიშვნის ბრძანებას, ვკითხულობთ:

"ბატონი კონსტანტინე შარაშენიძეს. სოფ მერიაში მცხოვრები ფატყუმე ფუტკარაძის განცხადება.

მაქვს უმაღლესი განათლება და პროფესიით მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ვარ უმუშევარი და გთხოვთ დამასაქმოთ მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობაზე".

ქალბატონი ფატყუმეს მიერ შევსებულ CV-ში, გრაფაში სქესი - წერია: "დედრობითი".

დოკუმენტაციას თან ახლავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაცემული ცნობა.

"ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ ფატყუმე საღდადინის ასული სურმანიძე 1968 წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობაზე, რომლის სრული კურსის დამთავრების შემდეგ დაიშვა სახელმწიფო გამოცდებზე 1974 წელს და განმეორებით 1976 წელს. სახელმწიფო გამოცდებზე გამოუცხადებლობის გამო ფ. სურმანიძეს არ მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია", - ვკითხულობთ ცნობაში.

"დაუმთავრებელი უმაღლესი" - ასე უწერია განათლების გრაფაში მთისპირის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ქეთევან ჯინჭარაძეს.

არჩილ ხარაბაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტია. იგი სპეციალობით "მზარეულ-მშენებლია". სამუშაო გამოცდილებაში კი უწერია: "ნამუშავარი კაფებარი, კოლმეურნეობა, სასადილო". ოჯახური მდგომარეობის გრაფაში ვკითხულობთ: "ცოლშვილი, 3-შვილი"

დაბა ნასაკირალის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის, თამაზ ირემაძის CV-ში (რომელიც, განცხადების თანახმად, "ვაკანტუ თანამდებობაზე" ითხოვს დანიშნვას) სქესის გრაფაში წერია: "მამლობითი".

ბახვის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის, გოჩა თვალავაძის CV-ში მითითებულია, რომ პროფესიით "ბუხ. ეკონომისტია". იგივე აქვს მითითებული სამსახურის დაწყების თხოვნით დაწერილ განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

საჯარო მოსამსახურეთა CV- ები - "ცოლიანია", "საშვალო განათლებით" და ა.შ. (+6 ფოტო)

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა