"ასაკს მაინც ეცით პატივი" - დავით საყვარელიძე ლევან ბერძენიშვილს

"ასაკს მაინც ეცით პატივი" - დავით საყვარელიძე ლევან ბერძენიშვილს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე "ნაციონალური მოძრაობის" არასაპარლამენტო ოპოზიციით ჩანაცვლების შესახებ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"და ამაზე საუბრობს იმ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელ პარტიასაც ბოლო 20 წელია საპარლამენტო სია არ განუახლებია და ახალგაზრდული ფრთა არ ყავს და არც ყოლია (საკუთარ ოჯახის წევრებს და ნათესავებს თუ არ ჩავთვლით) მემარჯვენეობას იჩემებდნენ, თუმცა ისე ღრმად შეყვნენ ივანიშვილს, რომ გამოსვლასაც ვერ მოახერხებენ ამ ავანტიურიდან… ჯერ არაკონსტრუქციულობაში დაგვადანაშაულეს, საქმით ვიკამათოთო; როგორც კი საქმეზე გადავედით და გზა მიასწავლეთ ან საქმის კეთების ხერხი, მერე ჭკუას ნუ გვარიგებთ და მომავალი არ გაქვთო:) წიწილებს გაზაფხულზე დავთვლით და ამ სტატიასაც შევინახავ თავის დროზე შესახსენებლად. ავანტიურაში შეყოლა ალბათ ფასეულობების ბოლომდე მორყევასაც გულისხმობს, თუ "არასაპარლამენტო ოპოზიცია"-ში ნინო ბურჯანაძის და ირინა სარიშვილის გამარჯვებაზე ოცნებობს რესპუბლიკური პარტია.

ბოლოს და ბოლოს ასაკს მაინც ეცით პატივი", - წერს დავით საყვარელიძე.

საპარლამენტო უმრავლესობისა და "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი, ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობა" სხვა ოპოზიციური ძალებისგან, მხოლოდ იმ კუთხითაა გამორჩეული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სხვებზე უკეთესი შედეგები აჩვენა. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ვითარება შეიცვალოს და "ნაციონალური მოძრაობა" არასაპარლამენტო ოპოზიციამ ჩაანაცვლოს.

"ნაციონალურ მოძრაობას" მიღწეული აქვს თავისი პიკისთვის, ისინი ვერ ხდებიან ნამდვილი ოპოზიციონერები და იქცევიან, როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი გამოსვლები, განსაკურებით ვაშაძის გამოსვლა, სავსეა ჭკუის სწავლების სურვილით და არა ოპონირების სურვილით, გვიყვებიან, როგორ გააკეთებდნენ ისინი კონკრეტულ საქმეს, ან როგორ გააკეთეს... ახლა კი, როცა მათი დრო წასულია, როცა მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად ჩამოშორებულია "ნაციონალურ მოძრაობას", მას შემდეგ, რაც უკვე ძალაში შევიდა ვანო მერაბიშვილის მეორე განაჩენი და მოსალოდნელია მესამე განაჩენი, "ნაციონალური მოძრაობა" დაიბნა. აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ წარმოადგენს მზარდ, ან რაიმე კუთხით მნიშვნელოვან ოპოზიციას. თუმცა, შესაძლოა მათ ამის შესახებ არც იცოდნენ", - განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერნეტ-პორტალს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს