მარეხ ყამბეგაშვილი პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას - მარეხის ბრძოლა "ტატამისთვის"

მარეხ ყამბეგაშვილი პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას - მარეხის ბრძოლა "ტატამისთვის"

პოპულარული ფრაზის "კასპი ტატამიას" ავტორი მარეხ ყამბეგაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში სოფელ ქვემო ჭალის "ქართული ოცნების" წევრებს შორის გამართულ პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. ყამბეგაშვილი არ გამორიცხავს, რომ მშობლიური სოფლის წარმომადგენლად იყაროს კენჭი.

"როცა დავჯდებით მთელი ჭალის აქტივი, გადავწყვეტთ შიდა პრაიმერით, ფარული კენჭისყრით და გამოვავლენთ ვინ დავასახელოთ კანდიდატად. აქედან როცა დაგვავალებენ, მაშინ შეიკრიბება აქტივი" - განაცხადა ყამბეგაშვილმა.

პრაიმერში მისი სავარაუდო კონკურენტი ლია ოღაძე იქნება. ოღაძე და ყამბეგაშვილი 2013 წლის დასაწყისში ერთად იბრძოდნენ ყოფილი გამგებლის ოლეგ იაძის წინააღმდეგ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა