გოგონასთვის მჟავის გადასხმისთვის ირანელ კაცს თვალებს ამოთხრიან და ცხვირს მოაჭრიან

გოგონასთვის მჟავის გადასხმისთვის ირანელ კაცს თვალებს ამოთხრიან და ცხვირს მოაჭრიან

ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცი, რომელიც გოგონას სასტიკად გაუსწორდა, ისევე მკაცრად დაისჯება, როგორც ქალი გაიმეტა.

ირანელმა კაცმა გოგონას სახეზე მჟავა შეასხა; შედეგად, ქალმა მხედველობა და სმენა დაკარგა. როგორც ოპოზიციური ორგანიზაცია The National Council of Resistance of Iran-ის წევრები ამტკიცებენ, დასჯის მიზნით დამნაშავეს, შესაძლოა, თვალი ამოთხარონ და მარჯვენა ყური და ცხვირი მოაჭრან.

როგორც ირანის უმაღლეს სასამართლოში განმარტეს, დამნაშავისთვის სხეულის ნაწილების მოჭრა ქვეყნის სასამართლო სისტემის ნაწილია.

გასულ თვეს ირანული ახალი ამბების სააგენტო Mehr იუწყებოდა, რომ კრიმინალში შემჩნეულ ირანელ კაცს ხელ-ფეხი მოაჭრეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს