"სულელი და დაკომპლექსებული გოგოა" - ცნობილები თინა მახარაძის განცხადებაზე

"სულელი და დაკომპლექსებული გოგოა" - ცნობილები თინა მახარაძის განცხადებაზე

დიზაინერი ლიკა ყაზბეგი მსახიობ თინა მახარაძის სკანდალურ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ამ გოგოს, თინა მახარაძეს იტელექტუალური, დახვეწილი სახე აქვს. მისი სიტყვების მარაგი იმდენად დიდია, რომ მისი თანატოლებისაგან განსხვავებით, თავისუფლად გამოთქვამს აზრს. საკუთარი თავის რეალიზების ერთ-ერთ უდიდეს იარაღს, მჭერმეტყველებას იყენებს. აზროვნებით 10 წლით უსწრებს თანატოლებს, თუმცა შინაგანად ბავშვია (ეს მის გარეგნობასაც ეტყობა) და თვითდამკვიდრების ბავშვურ ხერხებს იყენებს. კიდევ ბევრჯერ აალაპარაკებს საზოგადოებას და ამას გამიზნულად გააკეთებს, რადგან აუცილებლად ჩავარდება ხიბლში. თან უკეთ გაყიდის ყველა იმ ფილმს და სპექტაკლს, სადაც ითამაშებს. უტრირებას უკეთებს საკუთარ არაორდინალურობას, მაგრამ ამის გარეშეც საინტერესოა, თუმცა ბევრისთვის არასასურველი. შეიძლება ჩემთვისაც.... რამხელა არზა დამაწერინა. მოვიცალე... რა გინდათ ყოჩაღია", - წერს ლიკა ყაზბეგი.

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა თინა მახარაძემ, რომელმაც მაყურებელს სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" შესრულებული როლით დაამახსოვრა თავი, გადაცემაში "მძიმე კაცთან" ორალურ სექსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელიც სოციალურ ქსელებში მაშინვე ქართული საზოგადოების განხილვის საგნად იქცა.

"მეორე კურსზე ძალიან დიდი ჩხუბი მქონდა ჩემს ჯგუფელებთან. ყველამ დამაყარა, სერიოზული კონფლიქტი იყო... ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც ვთქვი, რომ ორალური პონტი მოსული პონტია და ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. მითხრეს, რომ რას ლაპარაკობ... შენ არავინ არ მოგიყვანს ცოლადო...", - აღნიშნა გადაცემაში თინა მახარაძემ და ის მსახიობები გააკრიტიკა, რომლებისთვისაც ორალური სექსი მიუღებელია.

თინას განცხადებას გამოეხმაურა ასევე ტელეწამყვანი ნანაუკა ჟორჟოლიანი, ლევან როსტოშვილი (როსტო) და ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე.

"რა თქვენი საქმეა ის ორალური, ანალურ თუ კიდევ რითი დაკავდება და როდის?? მატრაკვეცები, რომ ხართ" - დაწერა როსტომ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩემი საქმე რომ არ არის ამიტომაც არ უნდა ვიცოდე ვის როგორი სექსი ევასება. ევასება? დაკავდეს რა! მე რატომ უნდა მითხრას.

მარიამ გეგუჩაძე: მაშინ ტელევიოზრში არ უნდა გამოვიდეს და რითი დაკავდება მისი ნებაა ღმერთმა ხელი მოუმართოს ოღონდ ამაზრზენი, სულელი და ჩემთვის ძაან დეგრადირებული და დაკომპლექსებული გოგოა.

იხილეთ ასევე: თინა მახარაძე: "ორალური სექსი ჩემთვის მოსული პონტია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს