ჰონკონგში მარია შარაპოვას ცვილის ფიგურას დადგამენ

ჰონკონგში მარია შარაპოვას ცვილის ფიგურას დადგამენ

მადამ ტუსოს მუზეუმის ჰონკონგის ფილიალში  ჩოგბურთელ მარია შარაპოვას ცვილის ფიგურას დადგამენ.

ცვილის ფიგურების მუზეუმის სპეციალისტებმა რუსი ჩოგბურთელი ხელში ჩოგნით გამოსახეს. შარაპოვას ასლს შავი სპორტული კაბა ჩააცვეს, რომლითაც იგი დიდი სლემის ტურნირზე - 2002 წელს საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე გამოვიდა. მაშინ სპორტსმენმა შეჯიბრში გაიმარჯვა.

შარაპოვას ფიგურას მუზეუმის თემატურ დარბაზში განათავსებენ, სადაც სხვა სპორტსმენების - დევიდ ბეკჰემის, იაო მინისა და ტაიგერ ვუდსის ასლები დგას. მუზეუმში იმედი გამოთქვეს, რომ თავად სპორტსმენი ჰონკონგში ჩავა.

ცვილის ფიგურების მუზეუმი ჰონკონგში 2000 წლიდან ფუნქციონირებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს