რიო-დე-ჟანეიროში ნაგავს შეირაღებული დაცვის თანხლებით გაიტანენ

რიო-დე-ჟანეიროში ნაგავს შეირაღებული დაცვის თანხლებით გაიტანენ

რიო-დე-ჟანეიროდან ნაგავს შეიარაღებული დაცვის თანხლებით გაიტანენ, ამის შესახებ ქალაქის მერმა, ედუარდუ პაისმა განაცხადა. ასეთ უკიდურეს ზომაზე წასვლა მთავრობას დასუფთავების მუნიციპალური კომპანიის თანამშრომლების ხანგრძლივი გაფიცვის გამო მოუწია.

ამჟამად, ქალაქში კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი. ხელფასის გაზრდის თხოვნით გაფიცვა კარნავალს დაამთხვიეს, რამაც მოქალაქეებსა და ხელისუფლებას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. სიცხეში, რომელიც 30 გრადუსს აღემატება, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ასევე ცნობილი სანაპირო - ფლამინგო ნაგვითაა დაფარული. ნაგვით სავსეა საცხოვრებელი უბნებიც.

სასამართლომ რიო-დე-ჟანერიოს კარნავალის დროს მენაგვეების გაფიცვა არაკანონიერად სცნო. კარნავალის დასრულებიდან მალევე გაფიცული 300 აქტივისტის გათავისუფლების შესახებ გამოაცხადეს. 5 მარტს სამი მათგანი კოლეგებისთვის ხელის შეშლის მცდელობისას დააკავეს, რომლებიც სამუშაოზე მაინც გავიდნენ. გაფიცვაში კომპანიის თანამშრომელთა დაახლოებით 20% მონაწილეობდა.

ჯერჯერობით, დავის მოგვარების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვნია. გაფიცულები უკენ არ იხევენ. ქალაქის მერმა მათ მოქმედებას "ანტისაზოგადოებრივი" უწოდა.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს