რუსული მედია უკრაინაში რესპოდენტების სახით, მსახიობებს ქირაობს, რომლებიც კამერების წინ ამბობენ, თითქოს უკრაინაში თავს დაუცველად გრძნობენ.
ეს ქერა ქალბატონი პროფესიით მსახიობია, მან უკრაინაში მიტინგების დროს 5 სხვადასხვა ადამიანის როლი მოირგო და განასახიერა ქალი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგია.
პირველად ეს ქერა ქალი სატელევიზიო ჩართვაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ოდესაში მცხოვრები დიასახლისის როლს ასახიერებდა. მან ეთერში განაცხადა, რომ ოდესაში მიმდინარე მოვლენებით აღშფოთებულია. მისი თქმით, "პრო-ფაშისტური" პოლიტიკოსების ტერორს, რომელთაც უკრაინაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, საკუთარ თავზე განიცდის. მიუხედავად კარგი სამსახიობო ოსტატობისა, სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა "დიასახლისში" სხვადასხვა პროფესიის კიდევ ”4 ადამიანი” ამოიცნო, რომელიც ინტერვიუებში ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდა.სოციალური ქსელების მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ეს ქალი პრო-მოსკოვური ჯგუფების ერთგვარი ”საცეცხლე დანადგარია”, რომელიც ხალხს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს. ქალმა ასევე მოირგო ჯარისკაცის დედის როლი, რომელიც კიევში ბარიკადებზე შენიშნეს და ასევე მასში ამოიცნეს მომიტინგეც, რომელსაც ხარკოვში რუსული დროშა ჰქონდა შემოხვეული.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.