"CNN-ის რედაქციას უნდა შევეხმიანო, ნანახი აქვთ ქეთის "კუკარაჩა"?!" - ეკა ხერხეულიძე ქეთის დოლიძეს დასცინის

"CNN-ის რედაქციას უნდა შევეხმიანო, ნანახი აქვთ ქეთის "კუკარაჩა"?!" - ეკა ხერხეულიძე ქეთის დოლიძეს დასცინის

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე" CNN-თან მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს შესახებ რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებას ეხმაურება.

ქეთი დოლიძე:

"მე საერთოდ CNN-ის გარდა არაფერს არ ვუყურებ. ნერვები მეშლება, რა უნდა რას დადის სააკაშვილი, CNN-ის ყურება აღარ შემიძლია"

"CNN-ის რედაქციას უნდა შევეხმიანო, ნანახი აქვთ ქეთის "კუკარაჩა"?!

რა უღმერთობაა ამხელა ტკივილი ერთგული მაყურებლის მიმართ.

ისე, ეჭვი მაქვს, CNN-ის ყურება მას მერე დაიწყო, რაც სააკაშვილის სტუმრობის შესახებ შეიტყო", - წერს ეკა ხერხეულიძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ CNN-ზე გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც მან უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს