"ოჯახს ცოცხლად ნუ დამიმარხავთ" - ხუთი შვილის მამის მუდარა

"ოჯახს ცოცხლად ნუ დამიმარხავთ" - ხუთი შვილის მამის მუდარა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მკვიდრი, 52 წლის ჭოლა ლომთათიძე ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 

"ორი წელი ავღანეთში ნაბრძოლი ვარ. დღეს თუ ხვალ დამენგრევა სახლი, მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობ. დავწერე წერილი ხელისუფლების სახელზე, მოვიდნენ, გადაიღეს სურათები. სურათის გადაღება მშველის? ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ვის მივმართოთ, ვინ დამეხმარება? ნუ მომაყოლებთ მიწის ქვეშ ოჯახთან ერთად, ცოცხლად ნუ დაგვმარხავთ", - აღნიშნა ჭოლა ლომთათიძემ სოფლის კრებაზე.

"მე, როგორც ვიცი, უკვე დასურათებულია თქვენი სახლი. აუცილებლად დაგეხმარებით. როდის? ეს არ მკითხოთ ახლა, მაგრამ ის ვიცი, რომ აუცილებლად მოგიწევთ დახმარება”, - უპასუხა ლომთათიძეს ოზურგეთის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ჭოლა ლომთათიძე 5 შვილთან და მეუღლესთან ერთად, მეწყერსაშიშ ზონაში უმძიმე პირობებში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მისი პრობლემის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც აქვთ ინფორმაცია, თუმცა რეაგირება ჯერ არავის მოუხდენია. ოჯახი გამგებლის მიერ სოფლის კრებაზე მიცემული პირობის იმედად რჩება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა