ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი ახალშობილი აივ-ინფექციისგან განკურნეს

ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი ახალშობილი აივ-ინფექციისგან განკურნეს

ამერიკელმა ექიმებმა აივ-ინფექციისგან უკვე მეორე ბავშვი განკურნეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ბალტიმორში, ჯონ ჰოპკინის უნივერისტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით The Los Angeles Times ავრცელებს.

2013 წლის აპრილში ლოს-ანჯელესში აივ-ინფექციით დაავადებულმა გოგონამ ინტენსიური ანტივირუსული თერაპია და იმუნური სტიმულირება გაიარა. პროცედურები ცხოვრების პირველ სამ საათში ჩაატარეს. ექიმების აზრით, ჩატარებულ ტესტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი გათავისუფლდა ვირუსისგან, რომლითაც საშვილოსნოში დასნეულდა.

ანალოგიური შემთხვევა 2010 წელს მოხდა, როდესაც ამავე უნივერისტეტის ექიმებმა ახალშობილის დაბადებიდან პირველი დღე-ღამის განმავლობაში თერაპია ჩაატარეს.

სტანდარტული მკურნალობა ცხრა თვე გაგრძელდა. მომავალი სამი თვის განმავლობაში ჩატარებულმა ტესტებმა, პაციენტის სისხლში ანტისხეულების არსებობა არ აჩვენა.

შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბავშვის ცხოვრების პირველი საათები აივ-ინფექციის თერაპიისას ვირუსის დასამარცხებლად უმნიშვნელოვანესია.

მომზადებულია The Los Angeles Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს