10 წუთიანი სუნთქვის ტესტი, რომელიც მკერდის კიბოს ადგენს

10 წუთიანი სუნთქვის ტესტი, რომელიც მკერდის კიბოს ადგენს

მეცნიერებმა გამოიგონეს სუნთქვის ტესტის აპარატი, რომელსაც მკერდის კიბოს აღმოჩენა 10 წუთში შეუძლია.

როგორც მკვლევარები ამბობენ, ტესტირება არაკომფორტული მამოგრაფიის ალტერნატივაა. The BreathLink ამერიკულ კომპანიაში შექმნეს და ევროპაში გაყიდვაში უკვე ჩაეშვა. პაციენტი აპარატში ჩაისუნთქავს, შემდეგ ხელსაწყო ჰაერით ივსება, რომელიც ქიმიკალების დონეს აანალიზებს. თუ ქიმიკალი მკერდის კიბოს არსებობას აჩვენებს, კომპიუტერი ექიმს შედეგს აცნობებს.

კვლევის შედეგი ჟურნალ PLoS ONE-ში დაიბეჭდა. როგორც სტატიაში წერია, ის ისეთივე ზუსტია, როგორც მამოგრამა.

ექიმი მაიკლ ფილიფსი აცხადებს, რომ ვიდრე ეს პრაქტიკა დაინერგება, ან სანამ მკერდის კიბოს სკრინინგისთვის ერთადერთ ალტერნატივად გამოცხადდება, საჭიროა ბევრი დაკვირვება და ამ თემაზე მუშაობა. ექიმების თქმით, ამ დროისთვის ავადმყოფობის აღმოჩენის სიზუსტე დაბალია.

მომზადებულია The BreathLink-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს