თქვენი ბიოლოგიური ასაკის გამოთვლის უჩვეულო მეთოდი

თქვენი ბიოლოგიური ასაკის გამოთვლის უჩვეულო მეთოდი

პასპორტში მითითებული ასაკი, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნამდვილ, ბიოლოგიურ ასაკს. და საქმე მხოლოდ გარეგნობაში არ არის, არამედ ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის მუშაობაზე.

ვიღაცას 40 წლის ასაკში 60 წლის ადამიანის ორგანიზმი აქვს, ვიღაცას კი პირიქით - 35-ისას 50 წლის.

მოდი, გავარკვიოთ, რამდენად უმცროსი ან უფროსია თქვენი რეალური ასაკი.

1. კანი

მოუჭირეთ ხელისგულის კანს მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითები 5 წამის განმავლობაში. ახლა გაუშვით და დაინიშნეთ დრო, რამდენ ხანში გასწორდება ხელისგულზე კანი?

ა) 5 წამიდან - თქვენი კანი 20 წლის არის;

ბ) 6-8 წამი - 30 წლის;

გ) 9-12 წამი - 40 წლის;

დ) 13-15 წამი - 50 წლის;

ე) 16-19 წამი - 60 წლის;

ვ) 19 წამზე მეტი - 70 წლის და მეტის.

2. ნერვული სისტემა

სთხოვეთ ვინმეს, თქვენ წინ დაიჭიროს 50 სმ-ის ჩვეულებრივი სასკოლო სახაზავი. უნდა ეჭიროს ვერტიკალურად, ციფრი 0-ით დაბლა. თქვენი ხელი კი უნდა მდებარეობდეს დაახლოებით 10 სმ-ით ქვემოთ სახაზავიდან. დამხმარე უშვებს ხელს სახაზავს, თქვენ კი უნდა მოასწროთ და დაიჭიროთ ის ცერა და საჩვენებელი თითებით. დაიჭირეთ? ახლა შეხედეთ, რამდენ სანტიმეტრზე დაფიქსირდა თქვენი თითები სახაზავზე?

ა) 20 სმ-მდე - თქვენი ნერვები 20 წლისაა;

ბ) 30 სმ - 30 წლის;

გ) 35 სმ - 40 წლის;

დ) 40 სმ - 50 წლის;

ე) 45 სმ - 60 წლის;

ვ) საერთოდ ვერ მოასწარით დაჭერა - 70 წლის და მეტის.

3. გული და სისხლძარღვები

ფეხზე მდგომმა გაისინჯეთ პულსი, დაითვალეთ, რამდენჯერ დაარტყა. ახლა 20-ჯერ ჩაბუქნის (საკმაოდ სწრაფად) შემდეგ გაისინჯეთ და კვლავ დაითვალეთ: რამდენით მოიმატა გულისცემამ?

ა) 10 დარტყმამდე - თქვენი გულ-სისხლძარღვები 20 წლისაა;

ბ) 10 -20 დარტყმით მეტი - 30 წლის;

გ) 20-30 დარტყმით მეტი - 40 წლის;

დ) 30-40 დარტყმით მეტი - 50 წლის;

ე) 40 და მეტი დარტყმით მეტი - 60 წლის.

ვ) ვერ შეძელით ბუქნის 20-ჯერ გაკეთება - 70 წლის და მეტის.

4. კუნთების ძალა

მყარ ზედაპირზე ზურგით დაწოლილმა მოაშორეთ მხრები და იდაყვები იატაკს ისე, რომ წელი იატაკზე დარჩეს. შეგიძლიათ, ხელებით და ფეხებით რაიმეს დაეყრდნოთ. რამდენჯერ შეძლებთ ამის გაკეთებას?

ა) 40-ჯერ - კუნთების ძალის მიხედვით, თქვენ 20 წლის ხართ;

ბ) 35-ჯერ - 30 წლის;

გ) 28-ჯერ - 40 წლის;

დ) 23-ჯერ - 50 წლის;

ე) 15-ჯერ - 60 წლის;

ვ) 12-ზე ნაკლები - 65 წელზე მეტის.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს