არ ჩაყოთ მკერდი სხვის კერძში და არ მიაშტერდეთ შიშველ მეზობელს - ნუდისტებისთვის სუფრასთან ქცევის წესები შემოიღეს

არ ჩაყოთ მკერდი სხვის კერძში და არ მიაშტერდეთ შიშველ მეზობელს - ნუდისტებისთვის სუფრასთან ქცევის წესები შემოიღეს

ნუდისტური კურორტების მოყვარულებმა შიშვლად სადილობისთვის სპეციალური ეტიკეტის ნორმების დადგენა მოითხოვეს.

როგორც აღმოჩნდა, ნუდიზმის მთავარი ხიბლი - გაათავისუფლოს ადამიანი სტრესისგან - ზოგჯერ უხერხული მომენტებით იჩრდილება. ამ უხერხულობებს კი თურმე საერთო ქცევის წესების, იგივე ეტიკეტის არარსებობა იწვევს. ამის გამო სპეციალისტებმა გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს, რათა სუფრასთან მსხდარმა დედიშობილა სტუმრებმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ. სტუმრების ქცევის წესები საკმაოდ მარტივია:

1. გირჩევთ, სუფრასთან საკუთარ პირსახოცზე იჯდეთ. ჰიგიენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ეს უფრო გამართლებულია.

2. მართალია საყოველთაო სიშიშვლე ერთმანეთთან გაახლოვებთ, მაგრამ მიპატიჟების გარეშე მაინც ნუ მიუსხდებით ნუდისტურ სუფრას. იქ მყოფნი, სავარაუდოდ, უარს არ იტყვიან ახალი წევრის შემატებაზე, მაგრამ თავაზიანობის წესები მაინც უნდა დაიცვათ.

3. სადილის წინ აუცილებლად დაიფინეთ მუხლებზე ხელსახოცი და სხეულის მიმდებარე ნაწილებიც მის ქვეშ მოათავსეთ. ყველასთვის ასე ჯობია.

4. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცხელი კერძების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე დამწვრობა გარდაუვალია.

5. იჯექით გამართული. მოკუზული ადამიანი ჩაცმულიც კი ცუდად გამოიყურება, გახდილი კი ბევრად უარესად.

6. ნუ ეცდებით შორს მდებარე კერძს სხვის დაუხმარებლად მიწვდეთ. ერთია, როცა სხვის წვნიანში ჰალსტუხს ჩაყობთ და სულ სხვაა როცა მკერდით მოგიწევთ ამის გაკეთება.

7. ნუ მიაშტერდებით მეზობელს, თუნდაც მისთვის თვალის მოშორება გაგიჭირდეთ.

8. სამახსოვრო ფოტოების გადაღებისას კარგად შეამოწმეთ, რომ კადრში მსურველების გარდა სხვისი შიშველი სხეულიც არ მოხვდეს.

ნუდისტურ კურორტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სიუ ნერუდის განცხადებით, ნუდიზმის კულტურა დღითიდღე პოპულარული ხდება. ის განსაკუთრებით 30 წელს გადაცილებულ ადამიანებს იზიდავს. სამწუხაროდ, არ არსებობს მათი ზუსტი სტატიტიკა, რადგან ნუდისტურ კურორტებზე დამსვენებლებს ხშირად ანონიმად დარჩენა სურთ.

ნუდიზმის, იგივე ნატურიზმის მიზანია ადამიანი მაქსიმალურად დაუახლოვოს ბუნებას, რისთვისაც მისი მიმდევრები ყოველგვარ სამოსზე უარს ამბობენ. ნუდისტური პლაჟები საკურორტო ბიზნესში საკმაოდ პოპულარულია და ყოველწლიურად ათასობით კლიენტს ისტუმრებს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს