პრინცი ჰარი შეყვარებულთან ერთად ხალხში პირველად გამოჩნდა

პრინცი ჰარი შეყვარებულთან ერთად ხალხში პირველად გამოჩნდა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უმცროსმა მემკვიდრემ, პრინცმა ჰარიმ თავის გელფრენდთან, კრესიდა ბონასთან ურთიერთობა საჯაროდ გამოამზეურა. ამ დღეებში წყვილი პირველად გამოჩნდა ერთად ოფიციალურ ღონისძიებაზე, კერძოდ კი საქველმოქმედო პროექტის პრეზენტაციაზე, რომლის მიზანი ბავშვების დახმარებაა.

დღემდე პაპარაცებს შეყვარებულების ერთად გამოსაჭერად ნამდვილი ნადირობა უხდებოდათ. ამჯერად კი ჰარიმ და კრესიდან ფოტოკამერების წინ სიამოვნებით იპოზიორეს. დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი ჯერ სცენაზე სიტყვით გამოვიდა, შემდეგ კი მაყურებელთა შორის მყოფ შეყვარებულს გვერდით მიუჯდა.

გოგონამ კარგად მოირგო პრინცის რჩეულის როლი - ღონისძიების განმავლობაში ჰარის მხარზე იყო მიკრული, ხელს არ უშვებდა და საკოცნელად იწევდა.

ამ ღირშესანიშნავი დღისთვის 24 წლის კრესიდამ სპორტული სტილის სამოსი შეარჩია. ის მუქი ფერის ჯინსებსა და შავ სვიტერში, ასევე მოკლე ქურთუკსა და თეთრ კედებში იყო გამოწყობილი.

ბონასს უფროსი და, იზაბელაც ახლდა მეუღლესთან ერთად. ჰარის სიტყვის მოსასმენად მეგობარი მამაკაცის თანხლებით მივიდა მისი ბიძაშვილი ბეატრისი.

პრინცმა და კრესიდამ ერთმანეთი 2012 წლის ივნისში გაიცნეს. გავრცელებული ხმებით, ისინი დაქორწინებას აპირებენ.

მომზადებულია huffingtonpost.co.uk-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს