მერაბ მეტრეველი ვანო ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მერაბ მეტრეველი ვანო ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ტელეწამყვანი მერაბ მეტრეველი ვანო ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მეტრეველი "The ვანო'ს show"-ს წამყვანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვანო ჯავახიშვილმა და მისმა გუნდმა უბრლაოდ არ იცოდა, რომ გამგეობის მიერ ერთ-ერთ სოფელში დარჩენილი ორი მოხუცისთვის საქანელის დამონტაჟების ვიდეო, მიშას დროინდელი ამბავია და ახალ ხელისუფლებას მხოლოდ ამ არცოდნის გამო მიაწერეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის! ასევე მაქვს იმედი, რომ მომავალ გადაცემაში დეზინფორმაციის უნებურად გავრცელებისთვის ბოდიშს მოიხდის", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მერაბ მეტრეველი.

ვანო ჯავახიშვილის შოუში 7 მარტს ეთერში აჩვენეს "ინფო 9"-ის 2012 წლის სიუჟეტის ფრაგმენტი, სადაც კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სასმელი წყლის ნაცვლად მოსახლეობისთვის საქანელების დამონტაჟებაზეა საუბარი. ვიდეოს ჩვენებამდე ტელეწამყვანს მაყურებლისთვის არ განუმარტავს, რომ ორი წლის წინანდელ ამბავზე იყო საუბარი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს