ღალატის მიმართ კაცებსა და ქალებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. რას ფიქრობენ ისინი ღალატზე, ამით კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები დაინტერესდნენ და გამოკითხვა ექიმ გარი ბრეისის ხელმძღვანელობით ჩაატარეს. გამოკითხვაში 477 ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც კვლევაში მონაწილე ქალებმა განაცხადეს, იეჭვიანებენ, თუ პარტნიორს სხვა ქალი შეუყვარდა, მაგრამ მტკივნეულად არ განიცდიან იმ ფაქტს, თუ ქმარს, ან შეყვარებულს სხვასთან ერთჯერადი სექსი ექნება. თუმცა, კაცისთვის ღალატი ღალატია და მნიშვნელობა არ აქვს, მისი პარტნიორი მას სიყვარულის გამო უღალატებს, ვნების, თუ მრავალფეროვნებისთვის.
კვლევის შედეგები ჟურნალში Evolutionary Psychology დაიბეჭდა. როგორც კვლევის მიხედვით ირკვევა, ქალისთვის "სულიერი ღალატი" უფრო მტკივნეულია, ვიდრე ფიზიკური, კაცებისთვის კი პირიქით - მათი აზრით, იმაზე საშინელი არაფერია, თუ გაიგებენ, რომ ცოლმა, ან შეყვარებულმა უღალატა და სხვა კაცთან სექსი ჰქონდა. გამოკითხული ქალების მესამედმა აღიარა, რომ ღალატი განსაკუთრებით მტკივნეული მაშინაა, როდესაც პარტნიორი ყოფილი საყვარლის მიმართ სექსუალურ ინტერესს გამოხატავს.
მომზადებულია Evolutionary Psychology-ს მიხედვით.