რას ფიქრობს და გრძნობს ჩვილი 3 თვის ასაკიდან?

რას ფიქრობს და გრძნობს ჩვილი 3 თვის ასაკიდან?

ჩვილი მშობლისთვის ნამდვილი გამოცანაა. ვიდრე საუბარს დაიწყებენ, მხოლოდ ტირილითა თუ მომღიმარი სახით გაარჩევთ, რა მოსწონს, ან რითია უკმაყოფილო. თუ ერთხელ მაინც დაგისვამთ მსგავსი ტიპის შეკითხვები: მცნობს? რაიმე ესიზმრება? ვუყვარვარ? ბედნიერია?, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის.

ხედავს თუ არა პატარა დედასა და მამას შორის განსხვავებას?

როგორც დელავერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამბობენ, პატარებს უკვე 3 თვის ასაკში შეუძლიათ განასხვავონ ქალისა და კაცის სახეები. ჩვილს შეუძლია კეთილგანწყობა მხოლოდ ერთი სქესის მიმართ გამოხატოს, ძირითადად კეთილგანწყობილია იმ სქესის მიმართ, რომელიც მასზე ბევრს ზრუნავს - ეს ან დედაა, ან მამა.

რატომ ეზრდება ჩვილს ფრჩხილი სწრაფად?

ფაქტია, რომ პატარა სწრაფად იზრდება. 5 თვის ასაკში, შესაძლოა, წონაში ორჯერ მოიმატოს. აღმოჩნდა, რომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ პატარას ფრჩხილებს.

"ორგანოების დანახვა არ შეგიძლიათ, ვერც იმას გაიგებთ როგორ შეიცვალა ჩვილის ტვინის ფორმა, მაგრამ ფრჩხილები ხომ თქვენს თვალწინაა? პატარა ფრჩხილები იმის დასტურია, რომ ბავშვი კარგად იზრდება", - ამბობს პედიატრი მარგარეტ ჰოსტეტერი.

აცნობიერებს თუ არა პატარა თავის სახელს?

როდესაც თქვენი პატარა 5 ან 6 თვეს მიაღწევს, საკუთარ სახელზე შესაბამისად გიპასუხებთ.

"მინდა ყველა დედამ კარგად გააცნობიეროს, რომ 2, ან 3 თვის ჩვილი მხოლოდ თქვენს სახეზე გამოხატულ ემოციასა და ხმაზე გპასუხობთ, ან რეაგირებს, მაგრამ სიტყვები არ ესმის. შემდეგ თვეში ბავშვი თქვენს ხმას ეჩვევა. მოგვიანებით კი საკუთარ სახელს განარჩევს, მაგრამ ვერ ხვდება, რას ნიშნავს", - ამბობს ექიმი ჰოსტეტერი.

ხედავენ თუ არა ჩვილები სიზმრებს?

როგორც ფილადელფიაში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი ჯოდი მინდელი ამბობს, თითქმის არავინაა დარწმუნებული, ნამდვილად ხედავენ თუ არა ჩვილები სიზმრებს. მისი თქმით, მოზრდილები ყველაზე ხშირად სიზმრებს მაშინ ხედავენ, როდესაც ე.წ. REM (თვალების სწრაფად მოძრაობა) ძილით სძინავთ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვილების 50%-ს REM ძილით სძინავთ, დიდი შანსია, რომ სიზმრებს ხედავდნენ. ბავშვთა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვილები "კოშმარებს" ვერ ხედავენ, რადგანაც ცხოვრების პირველ ეტაპზე ისინი შიშს ვერ გრძნობენ. მათი თქმით, "კოშმარები" პატარებს 2 ან 3 წლის ასაკიდან ესიზმრებათ.

როდესაც ჩვილი იცინის, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენი ხუმრობა გაიგო?

ბავშვთა ფსიქოლოგებს ამ თემაზე ერთმნიშვნელოვანი აზრი არ აქვთ. ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ ჩვილი იბადება უნარით, რაიმე იგრძნოს, მათ შორისაა ბედნიერება. ნაწილი კი ირწმუნება, რომ ჩვილს თქვენს ანეკდოტებსა და ხუმრობებზე კი არ ეცინება, უბრალოდ თავისთვის ერთობა, საკუთარ თავს ახალისებს.

"როდესაც პატარა იცინის, ეს კარგის ნიშანია - ჩვილი თავს კარგად გრძნობს. როგორც წესი, ჩვილი 4 თვის ასაკში გიღიმით. ეს უკვე სოციალიზაციის ნიშანია: როდესაც თქვენ და რამდენიმე ადამიანი იცინით, პატარა უმალ აითვისებს ხმებს და კისკისით გიპასუხებთ", - ამბობენ ფსიქოლოგები.

მომზადებულია parents.com-ის მიხედვით.

დღის ფოტო: მეგანისა და ჰარის ოჯახური პორტრეტი - "ის ყველას აჩვენებს, როგორი უნდა იყოს სამაგალითო ქმარი"

"სამეფო კარის თამაშები" და  ბრიტანული სამეფო ოჯახის  მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7 მლნ დოლარიანი ინტერვიუდან

კაცი, რომელმაც თვითმფრინავი შეჭამა - ფრანგი "ყველაფრისმჭამელის" უცნაური უნარი