"ღარიბაშვილმა მირჩია წავსულიყავი" - ოლეგ იაძე კასპში ხმაურით ბრუნდება

"ღარიბაშვილმა მირჩია წავსულიყავი" - ოლეგ იაძე კასპში ხმაურით ბრუნდება

კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე 6 თვიან დუმილს არღვევს და პოლიტიკაში ხმაურით ბრუნდება. მას სულ ახალახან მამა გარდაეცვალა, დედა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დედაქალაქში ჰყავს. თუმცა ამის მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნებსა და რაიონში არსებულ მდგომარეობაზე ფიქრობს.

"მე პოლიტიკაში ვბრუნდები. მინდა ჩემს რაიონს ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავდეს, რომელიც გიორგი სააკაძის სამშობლოს ეკადრება. 6 თვის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ მე მართალი ვიყავი. მინდა ჩავერთო საარჩევნო კამპანიაში და როგორც ეს 1 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, "ქართულმა ოცნებამ" რაიონში ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს. არ ვაპირებ კენჭის ყრას,  არჩევნებზე განათლებულმა და პროფესიონალმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს. რაიონიდან ჩემი წასვლის შემდეგ, თაღლითი და ნაძირალა ხალხი შეგროვდა. ასეთი ცუდი საკრებულო და პარტია, რაც დღეს არის, რაიონს არასოდეს ჰყოლია და ეს უნდა დამთავრდეს", - ასეთია ყოფილი გამგებლის სურვილი.

იაძის თქმით, მან გამგებლის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილის რჩევით დატოვა.

"ჩემი წასვლის დღეს ხალხი მიტინგის გამართვას აპირებდა. 4000-5000 ათასი ადამიანი დანამდვილებით ვიცი, რომ იკრიბებოდა. მათთან გამოსამშვიდობებელი სიტყვა უნდა მეთქვა. წინა საღამოს ირაკლი ღარიბაშვილმა დამირეკა და მირჩია, წავსულიყავი. მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თითქოს მე ანტისამთავრობო აქციის გამართვას ვაპირებდი, რაც იყო სიცრუე. სწორედ ასეთი არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო იყვნენ დაპირისპირებულები ჩემთან მაშინ ცენტრალურ ოფისში. ახლა კი ყველამ გაიგო, რა ხალხმა ჩაიგდო ხელში სადავეები კასპში",- ამბობს ოლეგ იაძე.

ოლეგ იაძის გეგმები იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა