"დაყრუვდა ძროხები", "ვიღას ახსოვს თინა", "გვაცალეთ, ბატონო" - კრიტიკული მაყურებლის გამოხმაურება "ორ ვარსკვლავს"

"დაყრუვდა ძროხები", "ვიღას ახსოვს თინა", "გვაცალეთ, ბატონო" - კრიტიკული მაყურებლის გამოხმაურება "ორ ვარსკვლავს"

გუშინ "ტელეიმედის" ეთერში ახალი მეგა-შოუ "ორი ვარსკვლავის" პირველი ტური გაიმართა, სადაც პროფესიონალი მომღერლები სხვადასხვა სფეროს გამოჩენილ ადამიანებთან ერთად ცნობილ ჰიტებს ასრულებდნენ. შოუს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკის მოყვარულ ქართველ მაყურებელს განხილვის გარეშე არ დარჩენია შოუს არცერთი დეტალი, წამყვანებითა და ჟიურის წევრებით დაწყებული, სცენის გაფორმებითა და თავად კონკურსის მონაწილეებით დამთავრებული.

მაყურებელთა აქტიურობით კმაყოფილი დარჩა შოუს პროდუსერი ნოე სულაბერიძე.

ნოე სულაბერიძე: მაგრა მახარებს ამდენი სტატუსის პროვოცირება ))

გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ადამიანის სტატუსებს, რომლებიც "ფეისბუქით" გავრცელდა.

ლაშა ღლონტი (მომღერალი): ვაი დედა :))) დაყრუვდა ძროხებიიიი:)))))))

მიშკა ხუჯაძე მაინც ექიმია და ყველას ჯობდაა!!!!

მაკა ცინცაძე (ტელეწამყვანი): რა ნოე? რა კიდობანი? რა "დაყრუვდნენ ძროხები" და "მე მომწონს", "კაცია?" - რა ხდება?

გეგა ფალავანდიშვილი ("რუსთავი 2"-ის მარკეტინგის დირექტორი):

შენ გაიხარე ნოე ჩვენი გამხიარულებისთვის

პაატა იაკობაშვილი (ტელეწამყვანი): ნოემ ეს ხალხი კიდობანისთვის გაამზადა? :))))) ახლა ამის რეიტინგს ეჭიდავე კიდე რაა :)))

ეკა ხოფერია (ტელეწამყვანი): მგონი, რეკორდი მოხსენი)))) (ნოე სულაბერიძეს) ასეთი გამოხმაურება ერთ პროექტს ჰქონდა ხოლმე მხოლოდ, მიხვდები რომელსაც) დანარჩენს კი ზუსტად ვიცი, გააკეთებ))))))

კარგია, უნდა აკრიტიკონ. ესენი ხო არაპროფესიონალები არიან, დახვეწენ სიმღერას. სახლში მეც ვმღერი, მაგრამ ვერასდროს გამოვალ სცენაზე))) რთულია ძალიან. ვიღას ახსოვს თინა))).. ყველა გაითვალისწინებს შენიშვნას და მეორეზე ბევრად კარგად გამოვა"

მერსი სულხანიშვილი (ტელეწამყვანი): ჰაჰა, ყოველივე სიახლის კრიტიკა, ვფიქრობ, ქართულ "ტრადიციებში" პირველ ადგილზე უნდა იყოს )))

კახი მამულაშვილი, მამულიჩა (პროდუსერი):

ისე მთელ საქართველოს უყურებია შოუსთვის, გინებიდან მივხვდი, დიდი რეიტინგი ექნებოდა.

ჩემი მეგობრებო, აცალეთ ბატონო, გასაგებია, რომ ვერ მღერიან ჯერ, ყველა ძალიან ნერვიულობდა, მოდუნდით, პირველად გამოვიდნენ სცენაზე, ასე ადვილი კი არაა.

სოფია სებისკვერაძე (მსახიობი): ოო ეს ხმის პრობლემა ჩვენი ტვირთია!!!! შოუებში, კლუბებში, ერთმანეთში. არასოდეს გვესმის კარგად:))))

ნატა გულიაშვილი (მსახიობი): მე დავრწმუნდი, რომ ადამიანი თუ ნიჭიერია, ის ყველა სფეროში ნიჭიერი იქნება. ლელა, შეუდარებელი წამყვანია. ბევრ პროფესიონალ ჟურნალისტს და ტელეწამყვანს სჯობია. ყოჩაღ, ძალიან მაგარი ხარ, ლელა.

თეა ადეიშვილი (ჟურნალისტი):

ასეთი "პრავალი" იყო? მთელი FB აღშფოთებულია

ნინო ნადირაძე (ქიმი, გუგა კუზანოის მეუღლე):

"არ მესმის რატო ვდებთ ნაშრომს ყოველთვის კუბოში? უამრავმა ადამიანმა ოფლი ღვარა, რომ ამ დედააფეთქებულ ტელევიზორში ეს შოუ ყოფილიყო! თუ არ მოგწონთ, გადართეთ და სხვა რამეს უყურეთ, რა საჭიროა ასეთი სახით უკმაყოფილების გამოხატვა?! თანაც, როგორც მივხვდი, მთელ საქართველოს უყურებია! ასეთივე შემართებით არ შეიძლება გავაპროტესტოთ, მაგალითად, თბილისში გზების კატასტროფული მდგომარეობა?"

გუგა კუზანოვი (პლასტიკური ქირურგი): "აპროტესტებენ იმიტომ, რომ ადვილია, რა უნდ ამას, გახსნიან facebook-ს და წერენ სხვა ხო არ შეუძლიათ, არ მოგწონთ - ნუ უყურებთ, ვინმე ძალით გაყურებინებთ? კიდე კაი, ამ დროს ეს მაინც კეთდება ჩვენთან. მე მომწონს და ვუყურებ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს