"იმდენი ვიცინე, რამდენიმე მიმიკური ნაოჭი გამისწორდა" - ლალი მოროშკინა ნოე სულაბერიძეს ამხნევებს

"იმდენი ვიცინე, რამდენიმე მიმიკური ნაოჭი გამისწორდა" - ლალი მოროშკინა ნოე სულაბერიძეს ამხნევებს

სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა "ტელეიმედის" მეგაშოუ "ორი ვარსკვლავის" პროდუსერ ნოე სულაბერიძეს ამხნევებს.

"ჩემო ძვირფასო მეგობარო, ისე არაფერი აერთიანებს ერს, როგორც გასაჭირი, "ჭირსა შიგან გამაგრება...", ისე არაფერი აქვითკირებს საზოგადოებას, როგორც სხვისი ვაება, ისე არაფერი გიქარწყლებს კომპლექსებს, როგორც სხვისი არასწორი ნოტი, და არა მხოლოდ მუსიკაში! შენ შეუძლებელი შეძელი - გააერთიანე საზოგადოება, ემოციისგან დაცალე ხალხი და რაც მთავარია, დადე რეიტინგი! მიყვრს თითოეული მონაწილე და მერე რა, რომ ყურები მტკივა, სამაგიეროდ იმდენი ვიცინე, რამდენიმე მიმიკური ნაოჭი გამისწორდა.

აი, ეს არის შოუ !!! შენ არც კონსერვატორიის მისაღები გამოცდა გქონდა და არც "ლა სკალას" მასტერკლასი. შოუ გინდოდა და გამოგივიდა შენც და ყველა მონაწილესაც! მინდა ყოველ ორშაბათს გიყუროთ და ავივსო სიამაყით, რომ თქვენი მეგობარი ვარ, უბრალოდ თქვენგან განსხვავებით გამბედაობა არ მეყო! საკუთარ თავზე ქილიკი - ყველაზე დიდი ნიჭიერებაა! მადლობა შოუსთვის და ღიმილიანი საქართველოსათვის! ვიღაცას მაინც ხომ გამოუვიდა!♥", - წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ მუსიკალური კონკურსი "ორი ვარსკვლავი" დაიწყო, სადაც პროფესიონალი მომღერლები სხვადასხვა სფეროს ცნობილ სახეებთან ერთად მღერიან. შოუს სოციალურ ქსელში მაყურებლების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მათი უმრავლესობა კრიტიკულად იყო განწყობილი.

იხილეთ ასევე: "დაყრუვდა ძროხები", "ვიღას ახსოვს თინა", "გვაცალეთ, ბატონო" - კრიტიკული მაყურებლის გამოხმაურება "ორ ვარსკვლავს"

"თუ კონკურენტი არხიდან ვიღაც უარყოფით შეფასებას დაწერს, ტრაგედია არ არის" - ნოე სულაბერიძის პირველი კომენტარი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს