"ასეთი დონის კოჰაბიტაციას ხალხი ვერ გადაიტანს... გეშონოდეთ ხალხის"

"ასეთი დონის კოჰაბიტაციას ხალხი ვერ გადაიტანს... გეშონოდეთ ხალხის"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე პროკურატურას გირგვლიანის საქმეს ახსენებს და "ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში ხალხს მოთმინება ეწურება.

"თუ გირგვლიანის მკვლელები და, რაც მთავარია, მკვლელობის დამკვეთები არ დაისაჯნენ - ამან შეიძლება საერთო-სახალხო აჯანყება გამოიწვიოს. ამდენი ხანია ხალხი სამართალს ელოდება. დათა ახალაიას თუ უხსნიან პასუხისმგებლობას, მაშინ ის მაინც თქვან, ვინ არის დამნაშავე ამ საზარელ ამბავში! ასეთი დონის 'პერვერსიულ კოჰაბიტაციას' ხალხი ვერ გადაიტანს. რას აკეთებს პროკურატურა გირგვლიანის საქმეში, როცა ეს საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიძია და განაჩენიც დადო?!.... გეშონოდეთ ხალხის", - წერს კაკაბაძე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოეხსნა. როგორც ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, ბრალდების მოხსნის გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო.

"სანდრო გირგვლიანის წამებაში ბრალი არც ერთ პირს არ აქვს წარდგენილი. გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები გამოძიებით დადგენილი არ არის, საქმე გაუხსნელია. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ გირგვლიანის საქმით პროკურატურა ახორციელებდა დავით ახალაიას პოლიტიკურ დევნას, შავი პიარის ორგანიზებას და სამართლებრივ ჯამბაზობას!", - აღნიშნა ადვოკატმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს