”გინდა ისე გეიხარო, რომ არ გითხრან, გეი ხარო” - კოკო გამსახურდიას სკანდალური ლექსი ჰომოფობიური განცხადებების ავტორს

”გინდა ისე გეიხარო,  რომ არ გითხრან, გეი ხარო” - კოკო გამსახურდიას სკანდალური ლექსი ჰომოფობიური განცხადებების ავტორს

საქართველოს პირველი პრეზეიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვინმე "გეი" ლადოს ლექსს უძღვნის და მის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშულებს.

"ახლა, ცოტა გავიცინოთ და განვიმუხტოთ: ეს ლექსი თავის დროზე "მივუძღვენი" ვიგინდარა ვინმე ლადო სადღობელაშვილს, რომელიც ჩემთან მიმართებაში დღემდე სიბინძურეების ტირაჟირებას ეწევა. ის პმ "თავისუფლებიდან" უსაქმურობისთვის, პროვოკატორობისთვის და "ნასედკობისთვის" კინწისკვრით გააძევეს 2010 წელს. (მათთვის, ვინც არ იცის: "ნასედკა" რუსულ ჟარგონზე ნიშნავს კრუხს, ანუ ზონაზე მყოფ პირს, ვინც ადმინისტრაციის დავალებით სასურველი ინფოები უნდა დაჩეკოს ამა თუ იმ პატიმარზე, რომელზეც იგი მიჩენილია) სხვათა შორის, 2009-ში ის გია მაისაშვილის პარტიიდანაც გაუძევებიათ, თან უცემიათ:

ჰეი, ჰეი, ჰეი ლადო!

რუსულადაც მინდა გითხრა:

გეი, გეი, გეი ლადო!

ძალიან არ გეილაღო,

რომ კიდევ არ გეილახო.

გინდა ისე გეიხარო,

რომ არ გითხრან, გეი ხარო.

გეი ლადო, გეი ლადო,

ჰეი, ჰეი, ჰეი ლადო!

(მეორდება სამჯერ)

ლექსი სრულდება დაახლოებით 10 კაციან გუნდში, ტაშის რიტმული დაკვრით და ფეხების ასევე რიტმული დაბაკუნებით, რაღაცნაირი რეპის და ქანთრის სტილში. :)))

P.S. ერთი ასეთი ფაქტი მაგალითად: "ტელეიმედი" არველაძე ტახირიჩისა (ანუ ადეიშვილის ხელისბიჭის) ეკრანს არ უთმობდა ოპოზიციის დეპუტატებს, ჯონდი ბაღათურიას, დიმიტრი ლორთქიფანიძეს და პეტრე მამრაძეს, სამაგიეროდ უთმობდნენ ამ ვიღაც ლადოს, რომელიც აცხადებდა, თითქოს ნახევარი მილიონი ლარი მიმეთვისებინოს. განსჯა თქვენთვის მომინდია. :))))", - წერს კოკო გამსახურდია.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის "მამული, ენა სარწმუნოება" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.

"გეების სისხლი უნდა დაიღვაროს!", "ყველა გეი დაისჯება, პირობას ვიძლევი!", "საქართველო არაჯანსაღი ორიენტაციის მქონე პირების, სექსუალური უმცირესობების გარეშე!", - ეს იმ განცხადებების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ცნობილია ლადო სადღობელაშვილი.

კოკო გამსახურდიას ეს ბოლო პოსტი, სავარაუდოდ, ლადო სადღობელაშვილის განცხადებას უკავშირდება, რომელიც მან თინა მახარაძის შესახებ კოკო გამსახურდიას კომენტარის პასუხად "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"კოკო კონსერვატორი კი არა "ლიბერასტია"... ტიპიური "ლიბერასტი" - კაცი რომელიც იდეებს თმობს თანამდებობის გამო... 2010 წელს, მაშინ, როდესაც საიამ თამარ კორძაიას მეთაურობით სასამართლოს გზით მოითხოვა ჩემი საარჩევნო მარათონიდან მოხსნა, კოკოს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ლგბტ საზოგადოების საწინააღმდეგოდ. მან მე პირადად განმიცხადა, რომ არ სურდა საიას მიერ შერაცხულ ფაშისტთან ურთიერთობა (ჩემზეა საუბარი)... მაშინ იგი გახლდათ პარლამენტარი - ნაცებთან გარიგებული, მან მე მკვეთრად მაგრძნობინა, რომ არ სურდა ურთიერთობის გაფუჭება მმართველ გუნდთან... კოკო ტიპიური მედროვე და ფულის მონააა - გუშინ მერაბიშვილთან ერთად "ლელოს" თამაშს ადევნებდა თვალყურს, დღეს ივანიშვილს ეპირფერება (სავარაუდოდ თანამდებობისა თუ ფულის გამო) ისევე, როგორც ადრე პატარკაციშვილს, ხვალ შესაძლოა მიშა მიშა გაიძახოს...", - დაწერა საკუთარ გვერდზე სადღობელაშვილმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ლადო სადღობელაშვილი პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" წევრის სტატუსით მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლის დამთავრების შემდეგ იგი ჯერ "თანასწორობის ინსტიტუტში", შემდეგ კი პარტია "თავისუფლებაში" პრესმდივნად მუშაობდა. როგორც თავად აცხადებდა, პოლიტიკაში დარჩენას ხანგრძლივად გეგმავდა. "თავისუფლება" ეროვნული ძალებიდან წამოსული პარტიაა და იზიარებს ილიას, მერაბისა და ზვიადის იდეებს. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ", - აცხადებდა სადღობელაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს