ადამიანები, რომლებიც დაკრძალვაზე გაცოცხლდნენ

ადამიანები, რომლებიც დაკრძალვაზე გაცოცხლდნენ

სიტყვა იღბლიანი სწორედ ამ ადამიანებზეა - ვიდრე დაკრძალავდნენ, მეორედ დაიბადნენ.

ჩვილი მორგში ატირდა: ანალია ბუტერი მეხუთე შვილზე იყო ფეხმძიმედ. მას მშობიარობა 12 კვირით ადრე დაეწყო. გინეკოლოგმა დედას უთხრა, რომ პატარა გარდაცვლილი დაიბადა - დადარდიანებული მშობლები სახლში გარდაცვალების ოფიციალური მოწმობით დაბრუნდნენ. ანალია სამშობიაროში 12 საათის შემდეგ დაბრუნდა, რათა მორგში ჩვილის ცხედარი ენახა. როდესაც მორგის თანამშრომელმა მორგის "უჯრა" გამოხსნა, ბავშვის ტირილი შემოესმა - ჩვილი ცოცხალი იყო. გოგონას ლუზ მირაგლესი (სინათლის საოცრება) დაარქვეს. არადა, ჩვილის სიკვდილი ოფიციალურად მეანმაც, გინეკოლოგმაც და ნეონატოლოგმა დაადასტურეს; როგორ გაცოცხლდა ბავშვი მორგში, მეცნიერებს ამაზე პასუხი არ აქვთ.

11 წლის ბიჭი, რომელმაც წყალში 45 წუთი გაატარა: 11 წლის ალვარო გაზრა 1987 წელს თამაშის დროს ყინულით სავსე მდინარეში ჩავარდა. ალვარომ 45 წუთი წყალქვეშ გაატარა. როდესაც მდინარიდან ამოიყვანეს, მას კლინიკური სიკვდილი დაუდგინდა და არ ესინჯებოდა პულსი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მის გონზე მოსასვლელად სისხლის მიმოქცევის აპარატი გამოიყენეს. გაათბეს სხეული და გამოდევნეს წყალი. საავადმყოფოში გატარებული 4 დღის შემდეგ, ექიმებთან კომუნიკაცია თვალის ხამხამით შეძლო. 17 დღეში კი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

მოხუცი, რომელიც მორგის მაცივარში აყვირდა: 2011 წლის ივლისში დამკრძალავ ბიუროში დარეკეს და განაცხადეს, რომ 80 წლის სამხრეთ აფრიკელი მამაკაცის ცხედრისთვის მიეხედათ. გვამი მორგის მაცივარში შეინახეს. 21 საათის შემდეგ კაცი წამოდგა და ყვირილი დაიწყო. მორგის თანამშრომელმა იფიქრა, რომ გარდაცვლილის სული გამოეცხადა და შეშინებული ოთახიდან გაიქცა. დამკრძალავი ბიუროს მფლობელმა აიანდა მაკოლომ პოლიციაში დარეკა და მათ მორგში შესვლა სთხოვა. პოლიციელები გაოგნებული დარჩნენ, როდესაც მაგიდაზე ცოცხალი ადამიანი ნახეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შემდეგ ჟურნალისტები მაკოლოს დაუკავშირდნენ და მომხდარის დაწვრილებით მოყოლა სთხოვეს. მორგის თანამშრომელი ამბობს, რომ იმ წუთში მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრამვას დღემდე ებრძვის.

გარდაცვლილმა ბიჭუნამ კუბოში წყალი მოითხოვა: ბრაზილიაში მცხოვრები 2 წლის კელვინ სანტოსი ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა. ბავშვის სხეული 3 საათის განმავლობაში ტომარაში იყო, რომელიც ცხედრისთვისაა განკუთვნილი. მოგვიანებით მასთან დეიდამისი მივიდა და უეცრად დაინახა, რომ ბავშვმა მოძრაობა დაიწყო. წარმოიდგინეთ ოჯახის წევრების სახე, როდესაც გარდაცვლილი ბიჭუნა ყველას თვალწინ კუბოდან წამოიწია და მამამისს ჭიქა წყალი სთხოვა. ვიდრე ოჯახის წევრები რამეს გაიაზრებდნენ, ბავშვი ისევ დაწვა. მათ სასწრაფოდ გადაიყვანეს ბავშვი საავადმყოფოში, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ბიჭი გარდაცვლილია.

მომზადებულია listverse.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს