"ოკეანეებში გაუჩინარებულები" - 5 ყველაზე იდუმალი ავიაკატასტროფა  ისტორიაში

"ოკეანეებში გაუჩინარებულები" - 5 ყველაზე იდუმალი ავიაკატასტროფა  ისტორიაში

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე იდუმალ ავიაკატასტროფას.

ამელია ერჰარტის გაუჩინარება

ყველაზე ცნობილი გაუჩინარება - ამელია ერჰარტი, ცნობილი ამერიკელი მწერალი და პირველი ქალი-მფრინავი იყო, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. 1937 წელს ამელია და შტურმანი ფრედ ნუნანი ეკვატორის ხაზის გასწვრივ გადასაფრენად გაეშურნენ. თუმცა ფინალურ სტადიაზე მათი თვითმფრინავი წყნარი ოკეანის თავზე გაუჩინარდა. ერჰარტის უკანასკნელი რადიოგზავნილის მიხედვით, ამელიას საწვავი დაუმთავრდა და ვერ მოახერხა კუნძულ ჰაულენდის პოვნა, სადაც უნდა გაემართა თვითმფრინავი.

ორწლიანი უშედეგო სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მფრინავები დაღუპულად გამოცხადდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ენთუზიასტები დიდი ხნის მანძილზე აგრძელებდნენ ამელიას და ფრედის ძებნას.

რეისი Air France 447

2009 წელს რიო-დე-ჟანეირო - პარიზის რეისის დროს Air France-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. აერობუს 330-ის 228 მგზავრიდან არცერთი არ გადარჩენილა. თვითმფრინავის ნაწილების საპოვნელად მაშველებს 2 დღე დასჭირდათ, ხოლო ”შავი ყუთის” მისაგნებად 5 წელი. შავი ყუთი მყვინთავებმა ოკეანის ფსკერზე, 4 000 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

ფრანგმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თვითმფრინავის ავტოპილოტი მას შემდეგ გაითიშა, რაც ქარის სიჩქარის გადამცემები მწყობრიდან გამოვიდა. გადამცემების დაზიანება მათზე ყინულის კრისტალების წარმოქმნამ გამოიწვია. ამის შემდეგ პილოტმა თვითმფრინავი ზედმეტად მახვილი კუთხით ზევით აწია, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა საჭირო სიჩქარეს - პრაქტიკულად პილოტმა ავიალაინერი ჰაერში გააჩერა, მიუხედავად იმისა, რომ კაბინაში გამაფრთხილებელი სიგნალი თითქმის ერთი წუთის განმავლობაში რეკდა. კომპანია Air France-მა ეს ვერსია უარყო.

კატასტროფა ატლანტის ოკეანის თავზე

1999 წლის 31 ოქტომბერს ნიუ-იორკი-ქაიროს რეისმა ატლანტის ოკეანის თავზე კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 217 ადამიანი დაიღუპა. იმის გამო, რომ შემთხვევა საერთაშორისო წყლებში მოხდა, გამოძიების ჩატარების ვალდებულება ეგვიპტის ხელისუფლებას დაეკისრა.

თავდაპირველად, მათ აშშ-ს სთხოვეს მათი სახელით ჩაეტარებინათ გამოძიება, თუმცა მოგვიანებით თხოვნა უკან წაიღეს, მას შემდეგ რაც ამერიკული მხარემ დაადგინა, რომ პილოტმა თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ავიაკომპანიამ პილოტი სამსახურში შეუფერებელი სექსუალური ქცევის გამო გაკიცხა. ეგვიპტის ხელისუფლებამ ეს ვერსია უარყო და აღნიშნა, რომ კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის მართვის სისტემის დაზიანება იყო.

"ვარსკვლავური მტვერი" და უცხოპლანეტელი

1947 წლის აგვისტოში, ბრიტანული ავიაკომპანია Avro Lancastrian-ის თვითმფრინავი სახელწოდებით Star Dust (ვარსკვლავური მტვერი) არგენტინის ანდებში მთას შეეჯახა. თვითმფრინავი ბუენოს აირესიდან სანტიაგოში მიფრინავდა. სამძებრო ჯგუფმა ვერაფერს მიაგნო, ხოლო გაზეთებში გაჩნდა კონსპირაციის თეორიები საბოტაჟსა და უცხოპლანეტელების ჩარევაზე.

ეს თეორიები მხოლოდ 50 წლის შემდეგ გაბათილდა, მას შემდეგ, რაც ალპინისტებმა ავიალაინერის ნაწილებს მიაგნეს.

ბერმუდის სამკუთხედი

როგორც ამბობენ, ხომალდებისა თუ თვითმფრინავების უმეტესობა უკვალოდ სწორედ ე.წ. ბერმუდის სამკუთხედში ქრება. 1940-იან წლებში South American Airways-ის ორი ბრიტანული თვითმფრინავი სწორედ ამ ადგილებში ჩამოვარდა.

2009 წელს ბი-ბი-სის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ერთმა მათგანმა ტექნიკური პრობლემის გამო განიცადა კატასტროფა, ხოლო მეორემ - საწვავის უკმარისობის გამო.

მიუხედავად ამისა, მითი ბერმუდის სამკუთხედის შესახებ კვლავ აგრძელებს არსებობას.

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "დისნეის" კვირეული დაიწყო

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ