"გურამ დოჩანაშვილი სადმე შორს, ვინმე გორამ დუჩანად რომ დაბადებულიყო, მის ჩამოსვლას სიყვარულის მასობრივი ისტერიკა მოჰყვებოდა" - დაჩი გრძელიშვილი ფამუქზე

"გურამ დოჩანაშვილი სადმე შორს, ვინმე გორამ დუჩანად რომ დაბადებულიყო, მის ჩამოსვლას სიყვარულის მასობრივი ისტერიკა მოჰყვებოდა" - დაჩი გრძელიშვილი ფამუქზე

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოში თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის ჩამოსვლას ეხმაურება.

"ფამუქის რიგში დგომისთვის განწირული პატარა ერი... მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, გურამ დოჩანაშვილი თავის მწერლობით, სადმე შორს, ვინმე გორამ დუჩანად რომ დაბადებულიყო, ან კიდევ უფრო შორს, გოდერძი ჩოხელი ყოფილიყო თუნდაც, გოდარ ჩოხი, მათ ჩამოსვლას პატივისცემისა და სიყვარულის მასობრივი ისტერიკა მოჰყვებოდა...", - წერს გრძელიშილი.

ორჰან ფამუქის თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-რომანისტია. პოპულარული მწერლის მკითხველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში. მისი, როგორც ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე რომანისტის ნამუშევრები, თარგმნილია ორმოც ენაზე. მიღებული აქვს წამყვანი თურქული და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოები. 2006 წლის 12 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში - ის არის თურქეთის პირველი მოქალაქე, რომელიც ნობელის პრემიას იღებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს