წყლის სასრიალო შუა ქუჩაში

წყლის სასრიალო შუა ქუჩაში

ამ ზაფხულს ინგლისში, ბრისტოლში მდებარე ციცაბო ქუჩა 91 მეტრიან წყლის სასრიალოდ გადაიქცევა.

არტ-პროექტის ფარგლებში ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეწყდება. ადგილობრივებს საშუალება ექნებათ, ისტორიულ ქუჩაზე გასაბერი კამერით დაეშვან. ღონისძიებას "პარკი და სრიალი" დაარქვეს. არტ-პროექტი ხელოვან ლუკ ჯერემსს ეკუთვნის.

"ბრისტოლი მსგავსი ღონისძიებებისთვის იდეალური ქალაქია. მსგავსი რამის ლონდონში გაკეთება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ადგილობრივებიც ძალიან მხიარულები არიან, კარგი იუმორის გრძნობა აქვთ და საერთოდ, ბრისტოლი კრეატიული იდეებისთვის შესანიშნავი ადგილია", - ამბობს ის.

საერთო ჯამში, პროექტის ღირებულება 5 631 გირვანქა სტერლინგია. წყლის სასრიალოთი ერთდროულად 600-დან 1000 ადამიანამდე ისარგებლებს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს