სომეხი ebay-ზე 20 ლარიანს 23.99 დოლარად ყიდის

სომეხი ebay-ზე 20 ლარიანს 23.99 დოლარად ყიდის

მსოფლიოში ცნობილ ონლაინ აუქციონზე, ebay-ზე, სადაც ინტერნეტ-მომხმარებელი სხვადასხვა პროდუქციას ყიდის, 20 ლარიანი კუპიურა 23,99 ამერიკულ დოლარად იყიდება.

ლოტი, საიტზე არსებული ლოკაციის ველის მიხედვით, სომხეთიდან არის ატვირთული (Europe, Yerevan, Armenia).

რაც შეეხება ლოტის აღწერას, კუპიურა 2011 წელს არის დაბეჭდილი და მას მფლობელი შემდეგ აღწერას ურთავს: "ძალიან კარგ მდგომარეობაში" ( "Very good condition!!").

ონლაინ-აუქციონი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და 20 ლარიანის 23,99 დოლარად შეძენის ორი მსურველი უკვე არსებობს.

ამის შესახებ ჩვენთვის პოპულარულ კითხვა-პასუხის საიტზე, Answers.ge-ზე გახსნილი თემიდან გახდა ცნობილი, სადაც ფაქტი მომხმარებელმა დააფიქსირა.

იხილეთ ბმული ebay-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს