"გაუბედეთ, ბატონო პრეზიდენტო" - სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მარგველაშვილს

"გაუბედეთ, ბატონო პრეზიდენტო" - სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მარგველაშვილს

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და ოფიციალური ღონისძიებების ავლაბრის რეზიდენციაში გამართვას უწონებს.

"მიხარია, ბატონო პრეზიდენტო, მიხარია პრეზიდენტის სასახლეში რომ შეხვედით, მაგ სასახლის დანიშნულება ეგ იყო - გემუშავათ, ელჩები, მაღალი რანგის სტუმრები მიგეღოთ, დასაჯილდოვებელი დაგეჯილდოვებინათ... ისიც გამიხარდებოდა, მაგ დარბაზში იმ სტუდენტების სია გამოგეცხადებინათ, ვის უცხოეთში სწავლასაც დააფინანსებდით და ეს ტრადიციაც ახსოვს მაგ დარბაზს. ისევე როგორც პრეზიდენტები, პრემიერები და უდიდესი მსოფლიო დონის საზოგადო მოღვაწეეები... მანდ არც ფუფუნება და პომპეზურობაა... უბრალოდ პრეზიდენტისთვის შესაფერი სამუშო პირობებია. თქვენც ხომ დარწმუნდით... გულწრფელად მიხარია... გაუბედეთ, გაუბედეთ, ბატონო პრეზიდენტო, მე ხომ თქვენ თავის დროზე თავისუფალ მოაზროვნედ და თავისუფალ მოქალაქედ გიცნობდით", - წერს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

იხილეთ ასევე: მარგველაშვილი პირველად პრეზიდენტის რეზიდენციაში (+7 ფოტო)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს