თქვენ გგონიათ, ეს თუთიყუშია?

თქვენ გგონიათ, ეს თუთიყუშია?

ერთი შეხედვით, ეს გამოსახულება ხეზე მჯდომ თუთიყუშს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, ეს თუთიყუშის ფერებში შეღებილი გოგონაა.

თუთიყუშის პოზა და სხეულზე დატანილი ზუსტი ფერები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მაყურებელი ადვილად მოტყუვდეს. იტალიაში მოღვაწე 35 წლის ხელოვანი ჯოანს სტოტერი ორიგინალური არტ-პროექტისთვის 4 კვირა ემზადებოდა, ხოლო ქალის სხეულის მოსახატად 4 საათი დასჭირდა.

"საერთო ჯამში, 10 საათი დამჭირდა. 4 საათი მოდელის სხეულის მოხატვას დასჭირდა, 5 საათი ზუსტი სცენის დადგმას და კიდევ 1 საათი თუთიყუშის პოზის დაჭერას. ფოტოს გადაღება ძალიან რთული იყო. რთულია აუხსნა მოდელს, თუ როგორ იპოზიოროს თუთიყუშივით. შედეგით კმაყოფილი ვარ. სასაცილოა, მაგრამ მეგობრები მეკითხებიან - რა ლამაზი თუთიყუშია, სად გადაიღე ფოტოო. მხოლოდ შემდეგ აცნობიერებენ, რომ ქალია", - ამბობს მხატვარი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს