ქალთა დღეს წყალტუბოში, ქალების ნაცვლად მამაკაცები დასაჩუქრდნენ

ქალთა დღეს წყალტუბოში, ქალების ნაცვლად მამაკაცები დასაჩუქრდნენ

მაშინ, როდესაც ქალთა დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომუშავე არცერთ ქალბატონს ხელმძღვანელობის მხრიდან მისალოცი ბარათიც კი არ მიუღია,  "ქართული ოცნების" დეპუტატი მამაკაცები ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდნენ.

ხელფასის ოდენობის პრემია მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანს ერგო. მათ შორის არიან: წყალტუბოს გამგებლის მოადგილე ზაზა ძნელაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მალხაზ ღვინიანიძე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი გია გავეშელაშვილი და გამგეობის სხვა წევრები.

"ეფექტურად და მაღლაკვალიფიციურად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა" - წერია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა